დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„პოლიტიკურიც“, „სოციალურიც“ და „ფორმალურიც“
2012/11/08 14:39:19

პარლამენტში 2013 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო.

5 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ოფიციალურად დაიდო 2013 წლის მოსალოდნელი ბიუჯეტი.  ამ ეტაპზე  ბიუჯეტი საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში გადის განხილვებს. პარლამენტში  საბიუჯეტის  საკომიტეტო  განხილვები დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანო მთავრობას უკან დაუბრუნებს  შესწორებებულ ვარიანტს.

პრემიერ-მინისტრმა  2013 წლის ბიუჯეტის პროექტში  პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი შეამცირა.

ივანიშვილის განცხადებით: „ამ ფონდებიდან თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა და, როდესაც ქვეყანაში ამდენი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს, ასეთი მიდგომა მიუღებელია.

მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი „პოლიტიკურად მოტივირებულად“ შეაფასა საპარლამენტო უმცირესობამ.

„ბიუჯეტის პროექტის პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის გამოყენება არასწორი გზა და არჩევანია“, - ამბობს პავლე კუბლაშვილი.

სხვადასხვა ხარჯების შემცირების გამო ბიუჯეტში გამოთავისუფლდა 740 მილიონი ლარი, რომლის განკარგვა ჯერ კიდევ არაა ბოლომდე დაზუსტებული.

2013 წლის ბიუჯეტის პროექტში 20 სამინისტროდან შვიდი სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია, რვა სამინისტროს ბიუჯეტი შეუმცირდება, ოთხის  დაფინანსება თითქმის არ იცვლება:

დაფინანსება მოემატა:სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატს.

დაფინანსება დააკლდა: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, გარემოს დაცვის სამინისტრო, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს.

დანარჩენ სამინისტროებს დაფინანსება შეუნარჩუნდა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტროების დაფინანსება შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა პრიორიტეტებს დაუჭერს მხარს პარლამენტი.

ნოემბერი  განხილვების თვეა. ბიუჯეტს პარლამენტი  დეკემბრისთვის დაამტკიცებს.

ელისო გოლეთიანი

(ია ჩარკვიანის ფოტო)
(სრული მასალა იხილეთ გაზეთ P.S.-ის ორშაბათის ნომერში)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1532
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია