დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს ახალი პრემიერი ვანო მერაბიშვილია
2012/06/30 21:32:40

რამდენიმე წუთის წინ  საქართველოს პრეზიდეტნმა  წინასაარჩევნო კარუსელი მოულოდნელად დაატრიალა და  საქართველოს  პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ქვეყნის ხერხემლად წოდებული ივანე მერაბიშვილი დანიშნა, რომელიც დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. 
ივანე მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს 2004 წლის 31 დეკემბრიდან 2012 წლის 30 ივნისამდე ხელმძღვანელობდა. ხოლო ნიკოლოზ გილაურს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2009 წლის 6 თებერვლიდან დღემდე ეკავა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ვანო მერაბიშვილი საქართველოს მთავრობის ახალ პროგრამას ორშაბათს პარლამენტში წარადგენს,  პროგრამა იქნება კონცენტრირებული, მოხდეს საქართველოს პროგრესი თითოეული ქართული ოჯახის სასარგებლოდ. 
"საქართველოს მთავრობაში შეიქმნება, ასევე, დამატებით ახალი პოსტი დასაქმების სახელმწიფო მინისტრის. ჩამოყალიბდება ცალკე დასაქმების პროგრამა თავის პრიორიტეტებით. როგორც იცით, ვენო მერაბიშვილმა შეძლო მთლიანად პოლიციაში, რომელიც იყო დისკრედიტებული, ახალი სტრუქტურის, ახალი მექანიზმების შექმნა, ახალი ხალხის მიყვანა. ამის გარდა, მან შეძლო ძალიან ბევრი საპასუხისმგებლო დავალების შესრულება", - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა მერაბიშვილის წარმატების მაგალითად 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ რამდენიმე ათასი მოქალაქისთვის სახლების აშენება პროგრამა დაასახელა. 
"მერაბიშვილმა წარმოუდგენლად მოკლე ვადებში შეძლო ახალი ქალაქის აშენება, უშუალოდ თვითონ ხელმძღვანელობდა ამ პროცესს, ისვეე როგორც, მუშაობდა სხვა პროექტებზე. თუნდაც ეს ბოლო მაგალითი, როდესაც მას დაევალა ახალციხის აღდგენა და გაკეთება ახალი საქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენა და ძალიან შთამბეჭდავ შედეგს მიაღწია. მას აქვს სხვა გამოცდილებაც", - აღნიშნა პრეზიდენტმა. 
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გილაურს სამუშაოსთვის მადლობა გადაუხდადა და  შესთავაზა, სათავეში ჩაუდგეს მთავრობის საპარტნიორო ფონდს, რომელიც კონცენტრირებულია ინვესტიციების მოზიდვაზე, ახალი პროექტების შექმნაზე ინფასტრუქტურის, ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის სფეროში.
"მე გილაურს იმის კეთება შევთავაზე, რაც ყველაზე კარგად ეხერხება. ესაა- ეკონომიკური პროექტების განხორციელება, ახალი იდეების გენერირება, ინვესტიციების მოზიდვა და საქართველოს ეკონომიკური წინსვლისთვის ხელის შეწყობა", -განაცხადა სააკაშვილმა. 
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნიკა გილაური დარჩება გუნდის მნიშვნელოვან წევრად და იმედი გამოთქვა, რომ ახალ პოსტზეც ქმედითი ხელმძღვანელი იქნება. 

მედიაში ვრცელდება სხვადასხვა ვერსია შინაგან საქმეთა მინისტრის პოტზე დასანიშნი  შესაძლო კანდიდატების შესახებ, მათ შორის, შესაძლოა ეს თანამდებობა დაიკავონ ბაჩო ახალაიამ, დიმიტრი შაშკინმა ან ეკა ზღულაძემ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1618
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია