დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტრანსცხიმები მარგარინებსა და სპრედებში
2015/06/01 11:39:52

არაერთი მომხმარებელი მოგვმარათავს სპრედებსა თუ მარგარინებში მავნე ტრანსცხიმების შემცველობის შემოწმების თხოვნით. ამ შემოწმებების ჩატარება საქართველოში შეუძლებელია, აუცილებელია სინჯების გაგზავნა უცხოეთში. შესაბამისად, ასეთ შემოწმებებს შედარებით იშვიათად ვახერხებთ. ტრანსცხიმების  ერთი შემოწმება ჩავატარდა 2011 წელს. 2015 წლის პირველ თვეებში ბევრმა მომხმარებელმა გვთხოვა შემოწმება გაგვემეორებინა. გარდა ქართული წარმოების სპრედებისა, მომხმარებლებმა "დაჩას", "მასლიანას" და "ტექსუნის" ცხიმების შემოწმებაც ითხოვეს.

 

2015 წლის 7 მაისს თბილისის სხვადასხვა მაღაზიებში შევიძნეთ 10 დასახელების მარგარინი და სპრედი: ორი დასახელების დაჩასპრედი შატილი, სანტეს ორი დასახელების სპრედი, ორი სახეობა "ტიფლისი"-ს სპრედი, ცხიმი "მასლიანამილკო-ფუდის სპრედი "საბუტერბროდე" და მცენარეული ერბო "ტექსუნი".

 

პროდუქტებს მიენიჭა პირობითი ნომრები და გაიგზავნა ლიტვაში ლაბორატორიული ანალიზისათვის.

 

 

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით ტრანსცხიმების შემცველობა პროდუქტებში შემდეგია:

 

# პროდუქტის დასახელება ტრანსცხიმების შემცველობა პროდუქტის ცხიმში (100 გრამში)
1 "დაჩა ზალატაია"  0,6 გრ
2 "დაჩა"  0,5 გრ
3 "მასლიანა" 0,1 გრ
4 "ტექსუნი"  5,8 გრ
5 "სპრედი კარაქი სანტე ექსტრა 82,5%" 5,6 გრ
6 "სანტე 60%"  10,6 გრ
7 "მილკო ფუდი საბუტერბროდე სპრედი"  23,1 გრ
8 "შატილი სპრედი 82,5%" 20,5 გრ
9 "ტიფლისი 2011, სპრედი გოლდი" 14,4 გრ
10 "ტიფლისი 2011, საოჯახო სპრედი" 17,1 გრ

 

როგორც ცხრილიდან ჩანს, ზოგიერთ ქართულ სპრედებში ტრანსცხიმების შემცველობა ცხიმში საკმაოდ მაღალია (10-23%). ასეთი ცხიმების დიდი ოდენობით მიღება ჯანმრთელობისათვის შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს. კერძოდ,შეფასებულია, რომ საკვებში ტრანს-ცხიმების შემცველობის 2%-ით მატება თითქმის ორჯერ ზრდის გულის კორონარული უკმარისობის განვითარების რისკს.

 

მომხმარებელს განვუმარტავთ, რომ მიუხედავად მათი მავნეობისა, ტრანსცხიმების შემცველობა პროდუქტებში საქართველოში დღესდღეობით ნორმირებული არ არის. თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით სასურველია ადამიანმა დღეში 2 გრამზე მეტი ტრანსცხიმი არ მიიღოს. ამის გათვალისწინებით, მომხმარებლებს ვურჩევთ:

 

იმ სპრედების მოხმარება, რომელშიც ტრანსცხიმების შემცველობა ცხიმში 10% და მეტი აღმოჩნდა, შეზღუდეთ დღეში 10-15 გრამამდე (სულზე)

 

წყარო: http://momxmarebeli.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8447
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია