დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მწვანე პალმების „შავი ბედი“
2012/02/16 11:58:57

აღმაშენებლის გამზირზე სამკილომეტრიანმა ხეივანმა დასრულებული სახე ვერა და ვერ მიიღო.  გასული წლის ზაფხულში სამუშაოები შპს „ელბამ“ შეასრულა, თუმცა კეთილმოწყობის სამსახურმა არ ჩაიბარა. მიზეზი უხეშად შესრულებული სამუშაოები აღმოჩნდა. ამიტომაც აღნიშნულ კომპანიას თანხის ნაწილი - 84 000 ლარი არ გადაუხადეს.

კეთილმოწყობის სამსახურმა, აღნიშნული სამუშაოების ხელმეორედ შესრულებისათვის, რამდენიმე კვირის წინ ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც შპს „აკაციამ“ გაიმარჯვა.

„შპს  „ელბამ“ აღმაშენებლის გამზირზე არსებული პალმების ხეივნის სამუშაოები ბოლომდე არ შეასრულა. სწორედ ამიტომ ჩვენ  კვლავ გამოვაცხადეთ ტენდერი, რომელშიც 5 ფირმა მონაწილეობდა და შპს „აკაციამ“ გაიმარჯვა. მან განაცხადა, რომ სამუშაოებს 63 400 ლარად შეასრულებს. სამუშაოები 2 თვეში უნდა შესრულდეს. რამდენად მოესწრება, ეს ნამდვილად არ ვიცი,  არ მინდა კიდევ ერთი ფირმა შეეწიროს პალმების ხეივნის სამუშაოებს,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილმა.

ოდესღაც სამამულო ენდემური ჯიშის ხეებით დამშვენებული გამზირის სახეს დღეს ეგზოტიკური უცხოური პალმები ქმნიან, რომელთაც ბრჭყვიალა მწვანე ყელსაბამებივით აქვთ შემოხვეული ფერადი განათება...

პროექტის მიხედვით, ხეივანს დასრულებული სახე ჯერ კიდევ თვეების წინ უნდა ჰქონოდა.

ფირმა „აკაციამ“ ამჯერად შეუძლებელი უნდა შეძლოს და ორ თვეში საბოლოო შტრიხები შემატოს პალმების სილამაზეს. შედეგით კი, ალბათ, ხეივნის მორიგ პრეზენტაციაზე დავტკბებით.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1751
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია