დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ავტორი:
2014/აპრილი/22 09:30:02
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრაღაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
სამიტი 24-25 აპრილს გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტის გარდა, სამიტში მონაწილეობას მიიღებენ მასპინძელი ქვეყნის – ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი, ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი, ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, ავსტრიის პრეზიდენტი ჰანს ფიშერი, პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომაროვსკი და სხვა ლიდერები.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილია კონფერენცია "აღმოსავლეთ პარტნიორობა 5 წლის შემდეგ: ახალი სტრატეგიის დროა?". კონფერენციის გახსნაზე გიორგი მარგველაშვილი მისასალმებელი სიტყვით გამოვა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის შესახებ პირველად 2009 წელს, სწორედ პრაღაში, ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს სამიტზე გაცხადდა. აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნები არიან საქართველო, უკრაინა, მოლდობა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელორუსი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1182
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია