დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აკაკი ზოიძე - ნარკოპოლიტიკის შემუშავების პროცესში საზოგადოების ყველა ჯგუფის, მათ შორის ეკლესიის შეხედულებებს გავითვალისწინებთ
ავტორი:
2018/ივნისი/22 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/zoidze_34600.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/499860-akaki-zoidze-narkopolitikis-shemushavebis-processhi-sazogadoebis-yvela-jgufis-math-shoris-eklesiis-shekhedulebebs-gavithvalistsinebth.html", "headline": "აკაკი ზოიძე - ნარკოპოლიტიკის შემუშავების პროცესში საზოგადოების ყველა ჯგუფის, მათ შორის ეკლესიის შეხე...", "datePublished": "2018-06-22 10:37:17", "dateModified": "2018-06-22 10:37:17", "description": "ნარკოპოლიტიკის შემუშავების პროცესში საზოგადოების ყველა დიდი ჯგუფის, მათ შორის ეკლესიის შეხედულებებს ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/zoidze_34600.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ნარკოპოლიტიკის შემუშავების პროცესში საზოგადოების ყველა დიდი ჯგუფის, მათ შორის ეკლესიის შეხედულებებს და დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ - ეს ისეთი საკითხია, რომელიც საზოგადოების ყველა ფენას და მთლიანად საზოგადოებას ეხება, - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ნარკოპოლიტიკის საკითხზე წმინდა სინოდის პოზიციას გამოეხმაურა.

როგორც ზოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს ნარკოდამოკიდებული პირებისთვის პროფესიული, სამკურნალო და სარეაბილიტაციო მომსახურება და სერვისები არ გააჩნდა, ეკლესიას ძალიან დიდი როლი ჰქონდა.

“მათი რეაბილიტაცია ხშირ შემთხვევაში სწორედ ეკლესიის წიაღში ხორციელდებოდა. დღეს სახელმწიფოს შეუძლია და პარლამენტში კონკრეტული საკანონმდებლო პაკეტია წარდგენილი, სადაც მსჯელობა სწორედ დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. მე საპატრიარქოს პოზიციას აქაც მივესალმები, რომ ქვეყანაში სამკურნალო-სარეაბილიტაციო სერვისები უნდა განვითარდეს. უნდა იყოს საგანმანათლებლო, მასობრივი სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის პროგრამები, რომელიც ჩვენი ნარკოპოლიტიკის რეფორმის კონცეფციის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. ის, რომ ბრძოლა გამსაღებლებთან უნდა გამკაცრდეს, ესეც ჩვენი ნარკორეფორმის შემადგენელი ნაწილია. ნარკომომხმარებელი მხოლოდ მოხმარებისთვის ციხეში არ უნდა იჯდეს, რაც ასევე საპატრიარქოს პოზიციაა. ამიტომ ამ კუთხით თანხვედრა აბსოლუტურია“, - განუცხადა ჟურნალისტებს აკაკი ზოიძემ.

გარდა ამისა, ზოიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელ მოცემულობაში ის მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციის სასტიკი წინააღმდეგია, რადგან როდესაც პრევენცია არ არსებობს, ლეგალიზაცია დაუშვებელია.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 478
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია