დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - მოითხოვეთ ქართული ნაწარმი, ამით თქვენ აძლიერებთ ჩვენს ქვეყანას და წვლილი შეგაქვთ თქვენი ახლობლების ეკონომიკურ ყოფაში
ავტორი:
2017/დეკემბერი/25 09:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/margvelashvili_bc0f6.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/470450-giorgi-margvelashvili-moithkhoveth-qarthuli-natsarmi-amith-thqven-adzlierebth-chvens-qveyanas-da-tsvlili-shegaqvth-thqveni-akhloblebis-ekonomikur-yofashi.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილი - მოითხოვეთ ქართული ნაწარმი, ამით თქვენ აძლიერებთ ჩვენს ქვეყანას და წვლილი შეგა...", "datePublished": "2017-12-25 05:33:37", "dateModified": "2017-12-25 05:33:37", "description": "მოითხოვეთ ქართული ნაწარმი, ამით თქვენ აძლიერებთ ქართულ წარმოებას, ჩვენს ქვეყანას და თქვენი წვლილი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/margvelashvili_bc0f6.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მოითხოვეთ ქართული ნაწარმი, ამით თქვენ აძლიერებთ ქართულ წარმოებას, ჩვენს ქვეყანას და თქვენი წვლილი შეგაქვთ ადამიანების დასაქმებაში, თქვენი ახლობლების, თქვენი მეგობრების ეკონომიკურ ყოფაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტთმა გიორგი მარგველაშვილმა კამპანია "მოითხოვე ქართულის" დასკვნით ღონისძიებაზე განაცხდა.

მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ემსახურება. "უფრო მეტი მეწარმე შემოუერთდა ამ ინიციატივას. ჩვენ ამ პროცესის შუაში შევქმენით დაგროვებითი ბარათი, რომელიც უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. დღეს, როდესაც გავესაუბრე რამდენიმე მეწარმეს, მათ ერთმანეთი სწორედ ამ პროცესის ფარგლებში იპოვნეს, შექმნეს ბიზნესკავშირები და კიდევ უფრო მეტდ აძლიერებენ თავის ბიზნესს.

მადლობა მინდა გითხრათ ქართველ მეწარმეებს, ვინც ქმნით ქართულ დოვლათს. მინდა მოგიწოდოთ, რომ როდესაც მიბრძენდებით საყიდლად, მოითხოვოთ ქართული. თქვენ ამით აძლიერებთ ქართულ წარმოებას, აძლიერებთ ჩვენს ქვეყანას და თქვენი წვლილი შეგაქვთ ადამიანების დასაქმებაში თქვენი ახლობლების, თქვენი მეგობრების ეკონომიკურ ყოფაში. ახლა, წინასაახალწლო დღეებში მინდა ყველა თქვენგანის ოჯახი იყოს სავსე ხვავით და ბარაქით, იყოთ განწყობილი სადღესასწაულოდ. როდესაც საქართველოს და მის მომავალს ადღეგრძელებთ, ძალიან მინდა ეს სუფრა იყოს რაც შეიძლება ქართული პროდუქციით დამშვენებული. ამ ყოფითი პატრიოტიზმით თქვენ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ ქართული ქვეყნის სიძლიერისთვის", - განაცხადა მარგველაშვილმა.

კამპანია "მოითხოვე ქართული" 2017 წლის აპრილში დაიწყო და ჯამში მილიონ 200 ათასი ლარის პროდუქციაა გაყიდული. კამპანიის ფარგლებში მოეწყო 6 გამოფენა, აქედან ერთი პოლონეთში. კამპანიის მიზანი ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაა.
კამპანიის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულები შორენა კვირკველია, გოგა ჩანადირი და ანა ვარდოშვილი გახდნენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 592
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია