დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პარლამენტში სამხედრო-სავალდებულო სამსახურის რეფორმირების საკითხთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს
ავტორი:
2018/იანვარი/11 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/sesiashvili2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/472618-parlamentshi-samkhedro-savaldebulo-samsakhuris-reformirebis-sakithkhthan-dakavshirebith-sheqmnili-samushao-jgufis-skhdoma-mimdinareobs.html", "headline": "პარლამენტში სამხედრო-სავალდებულო სამსახურის რეფორმირების საკითხთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუ...", "datePublished": "2018-01-11 08:31:13", "dateModified": "2018-01-11 08:31:13", "description": "პარლამენტში სამხედრო-სავალდებულო სამსახურის რეფორმირების საკითხთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/sesiashvili2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტში სამხედრო-სავალდებულო სამსახურის რეფორმირების საკითხთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრაში, რომელიც მედიისთვის დახურულია, შესაბამისი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობენ.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სამხედრო-სავალდებულო სამსახური ქვეყანას სჭირდება, საჭიროა დაიხვეწოს წვევამდელთა სისტემა და მაქსიმალურად შემცირდეს ის დისკომფორტი, რაც შეძლება ამ სისტემაში არსებობდეს.

„ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახური რეფორმას საჭიროებს. ამ მხრივ, თავდაცვის სამინისტრომ პირველი აქტიური ნაბიჯი გადადგა – ყველა წვევამდელი იმ სამხედრო მომზადებას გადის, რომელსაც საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები გადიან. მათ ასევე გაუუმჯობესდათ სოციალური პირობები და სარგებლობენ დასვენების უფლებით. სამხედრო-სავალდებულო სამსახური არის კომპლექსური თემა, რადგან წვევამდელებს სამსახურის გავლა სხვადასხვა უწყებაში უწევთ. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ მათ ის გარკვეული დისკომფორტი მოვუხსნათ, რაც არსებობს. ამაზე მუშაობას ვიწყებთ და სამუშაო პროცესში დავინახავთ, რომელ უწყებას რა ტიპის პრობლემები აქვს. ჩვენ საერთო პრინციპებზე შევთანხმდებით და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით, რა ტიპის რეფორმა უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 571
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია