დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კურტ ვოლკერი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა
ავტორი:
2017/სექტემბერი/12 22:00:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-12 18:04:32", "headline" : "საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კურტ ვოლკერი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/6aa67e6b5e58ef12bee992ee21285125.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კურტ ვოლკერი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/451911-saqarthvelos-prezidentma-giorgi-margvelashvilma-kurt-volkeri-oqros-satsmisis-ordenith-daajildova.html", "headline": "საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კურტ ვოლკერი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა", "datePublished": "2017-09-12 18:04:32", "dateModified": "2017-09-12 18:04:32", "description": "მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისათვის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი, რომელიც საქართველოში თბილისის ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/6aa67e6b5e58ef12bee992ee21285125.jpg", "height": 470, "width": 246 } } მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისათვის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი, რომელიც საქართველოში თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოს პრეზიდენტმა ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯილდო კურტ ვოლკერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებაში, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის ხელშეწყობისა და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცა.

ჯილდოს გადაცემის ცერემონია დღეს პრეზიდენტის სასახლეში თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებისათვის გამართულ მიღებაზე შედგა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მაკკეინის ინსტიტუტს საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებისათვის და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"დემოკრატიული ღირებულებები საქართველოს ევროპული იდენტობის საფუძველია, რაც ამავდროულად განსაზღვრავს როგორც ჩვენს მისწრაფებას დასავლეთისაკენ, ასევე ქართულ-ამერიკული პარტნიორობის მთავარ საყრდენს ქმნის.
ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს არა მხოლოდ ოფიციალურ დონეზე, არამედ აკადემიურ და კვლევითი საზოგადოებების მეშვეობით.
საქართველო დიდად აფასებს ჩვენი მეგობრების წვლილს ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების გზაზე. ჩვენი საერთო ევროატლანტიკური ოჯახი ძლიერია, რადგან ჩვენ ერთად ვდგავართ საერთო ღირებულებებისა და პრინციპების დასაცავად.
დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ მივაღწევთ მნიშვნელოვან წარმატებას ჩვენი საერთო კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
ერთობა და მეგობრობა ჩვენი ძალაა. კურტ ვოლკერი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ყოველთვის იყო საქართველოს გამორჩეული მეგობარი, რომელიც მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს ინტერესებს მთელი მისი საქმიანობის მანძილზე.
ძვირფასო კურტ, ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას საქართველოს სუვერენიტეტის, ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერისა და თქვენი როლს საქართველო-ამერიკის პარტნიორობის გაძლიერების თვალსაზრისით.
აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მოგანიჭოთ უმაღლესი ჯილდო - ოქროს საწმისის ორდენი. ნება მომეცით, გისურვოთ წარმატება თქვენს მნიშვნელოვან მისიაში!“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილი.

კურტ ვოლკერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს დაფასებისათვის და აღნიშნა, რომ აფასებს ქართველ ხალხს, რომელსაც სჯერა თავისუფლების, ერთმანეთის, დემოკრატიის და უკეთესი მომავლის შენების.

„მიყვარს ეს ქვეყანა, სადაც ხალხს სჯერა იმის, რაც მნიშვნელოვანია - ხალხს სჯერა თავისუფლების, ერთმანეთის, ისინი მონდომებით ისწრაფვიან, სჯერათ დემოკრატიის, უკეთესი მომავლის შენების.
მეამაყება ეს ჯილდო და ის, რომ თქვენ შემიძლია მეგობრები გიწოდოთ. ეს ჩემთვის განსაკუთრებული პატივია; საოცრად სასიამოვნოა, რომ აქ ვარ მაკკეინის ინსტიტუტის სახელით“, - აღნიშნა კურტ ვოლკერმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 919
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია