დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პრეზიდენტმა ევრომაიდანზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
ავტორი:
2014/ივნისი/07 00:00:02
უკრაინის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი კიევში ევრომაიდანზე მივიდა და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
"დღეს ჩვენ ჩამოვედით კიევში, რათა მონაწილეობა მივიღოთ უმნიშვნელოვანეს პროცესში, რომელიც უკრაინისთვის არა მარტო საპრეზიდენტო არჩევნები, არამედ ევროპაში, უკრაინასა და რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისთვის გადადგმული სერიოზული ნაბიჯია. ბუნებრივია, ჩვენ დღესვე მოვედით მაიდანზე და პატივი მივაგეთ აქ დაღუპული გმირების ხსოვნას, რომელთა შორისაც ქართველებიც არიან. ჩვენ გამოვხატეთ საკუთარი პოზიცია და ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის ბრძოლისა და ძალიან წარმატებული საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
უკრაინაში ვიზიტის მეორე დღეს გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1124
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია