დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ზვიად ძიძიგური - არ მაქვს განცდა, რომ მარტო 7 ნოემბრის თემა იქნება მიხეილ სააკაშვილისადმი პროკურატურის სადავო თემა
ავტორი:
2014/აგვისტო/03 23:00:02
მე არ მაქვს ისეთი განცდა, რომ მარტო 7 ნოემბრის თემა იქნება მიხეილ სააკაშვილისადმი პროკურატურის სადავო თემა, ალბათ, სხვა თემებიც იქნება, ძალიან ბევრი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციის" ეთერში განაცხადა.
"მიხეილ სააკაშვილთან წამოსადები ძალიან ბევრი რამ შეიძლება, კიდევ მოჰყვეს. მისი გადმოცემის საქმე, დაპატიმრების საქმე, ყველაფერი დამოკიდებული იქნება სასამართლო გამოძიებაზე, თუ რამდენად იქნება ეს თემები მყარი სამართლებრივად. პოლიტიკურად რომ მყარია, მთელმა საქართველომ იცის, ყველანი ვხედავდით, როგორი სისტემური დანაშაულები ხდებოდა", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მისივე თქმით, პროკურატურას 2007 წლის 7 ნომებრის საქმეზე უახლოეს დღეებში ჩვენებას თავადაც მისცემს.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1146
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია