დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა სამთავრობო უწყებებსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრები გამართეს
ავტორი:
2014/მაისი/23 22:30:02
საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე რეგიონული მედიის წარმომადგენლებს, კერძოდ, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში აკრედიტირებული ცენტრალური და რეგიონული მედია საშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეოროვანი საქართველოს" ორგანიზებით გაიმართა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე და მის ძირითად ასპექტებზე ისაუბრა. მაია ფანჯიკიძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა.
დღესვე ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მედიასაშუალებების წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ივანე მაჭავარიანს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელძღვანელის მოადგილე ბორის იაროშევიჩს და ევროკავშირის წარმომადგენლობის სურსათის უვნებლობისა და სოფლის განვითარების ატაშე ხუან ეჩანოვესაც შეხვდნენ.
შეხვედრებზე საუბარი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შედეგად საქართველოში ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის განვითარების საკითხებს შეეხო; ასევე, იმ სამომავლო გზებს, რომელის გავლაც საქართველოს ხელშეკრულების ხელმოწერამდე და ევროკავშირში შესვლამდე მოუწევს.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრისას საუბარი უმცირესობების უფლებების დაცვასაც შეეხო. როგორც ბორის იაროშევიჩმა განაცხადა, ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა საქართველოს მხოლოდ ანტიდისკრიმინაციული კანონის დანერგვისა და ამოქმედების შემდეგ ექნება.
"მიმდინარეობს მოლაპარაკება უვიზო რეჟიმზე და იქ საკმაოდ ნათლადაა მითითებული უმცირესობების უფლებების დაცვაზე. ეს ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოსთვის. ახლა მიმდინარეობს დიდი მოსამზადებელი სამუშაო. იცით, რომ მიღებულია ანტიდისკრიმინაციული კანონი, მეორე ეტაპი იქნება ამ კანონების დანერგვა და მხოლოდ ამის შემდეგ, როცა ჩვენ შევამოწმებთ, რომ ეს კანონები დაცულია და ინერგება, საქართველო მიიღებს უვიზო რეჟიმს", - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის იაროშევიჩმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1039
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია