დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - ვილნიუსის სამიტზე ჩვენ, როგორც ქვეყანა, უაღრესად კარგი შედეგით მივდივართ
ავტორი:
2013/ნოემბერი/22 14:00:03
ვილნიუსის სამიტზე ჩვენ, როგორც ქვეყანა უაღრესად კარგი შედეგით მივდივართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა,  გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ვაზინის სახმედრო ბაზაზე ყოფნისას, თემის კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, საქართველომ ჩაატარა ევროპული არჩევნები, რაც ევროპის წინაშე წარდგომისთვის უარღესად კარგი წინაპირობაა.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო არის ევროპის განუყოფელი ნაწილი და კარგი საბუთებიც გაგვაჩნია ამის დასამტკიცებლად ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე. ჩვენ ამაზე გავაკეთებთ აქცენტს და ასევე ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზე, რომელიც გვაქვს ასოცირების პარაფირებიდან ხელმოწერამდე", - განაცხადა მარგველაშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია,  უკრაინის მაგალითი საქართველოზეც აისახოს ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ქართული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი ერთიანია იმ ხედვაში, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრია.
"ჩვენ ძალიან ნათლად გავუსვით ხაზი იმას, რომ ეს არის ის არჩევანი, რომლის ირგვლივაც ფაქტობრივად კონსოლიდირებულია მთელი საზოგადოება. შესაბამისად, ნებისმიერ სირთულეს და გამოწვევას, რომელიც შეიძლება გვქონდეს ჩვენ ერთად გადავლახავთ, როგორც სახელმწიფო, როგორც საზოგადოება და ბუნებრივია, ის ამბიციური გეგმა, რომელიც გვაქვს, რომ პარაფირებიდან ერთ წელიწადში ხელი მოვაწეროთ ხელშეკრულებას, ეს ამბიციური გეგმა რჩება ჩვენი მთავრობის მთავარ სტრატეგიად", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1179
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია