დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვახტანგ ხმალაძე – საქართველო კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკა არ არის
ავტორი:
2014/სექტემბერი/12 21:00:02
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რომ 2010 წელს განხორციელებული კონსტიტუციური ცვლილებებით ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკად არ გადაქცეულა.
როგორც ამ თემაზე ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩამოყალიბდა შერეული ფორმის მოდელი, პრემიერ-მინისტრის გადაჭარბებული უფლებამოსილებებით. დეპუტატმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კონსტიტუციაში შეტანილი რამდენიმე ცვლილებაც გაიხსენა, რომლის მიხედვით, კონსტიტუციიდან პრემიერ-მინისტრის გადაჭარბებული უფლებამოსილების ნაწილის ამოღება მოხდა.
"რაც დღეს გვაქვს, არ არის კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკა, როგორიცაა გერმანია. არც კლასიკური საპარლამენტო მონარქია, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი. არ არის არც საპრეზიდენტო რესპუბლიკა და არ არის არც ე.წ. ფრანგული მოდელი, რომელიც პირველი იყო შერეული მოდელებიდან. დღეს მოქმედი მოდელით, პრეზიდენტის უფლებამოსილება გაცილებით მეტად შეზღუდულია, ვიდრე ეს არის ფრანგულ მოდელში - მას აღმასრულებელი უფლებამოსილებები არ აქვს, განსხვავებით საფრანგეთის პრეზიდენტისგან და სხვა ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკებისგან, მაგრამ ბალანსი, წონასწორობა პრეზიდენტის ინსტიტუტს, პარლამენტს და მთავრობას შორის ჯერ კიდევ არ არის ისეთი, როგორიც დამახასიათებელია კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკისთვის. ამიტომ არც იმის თქმა შეიძლება დღეს, რომ ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა, თუმცა ამ კონსტიტუციის ფარგლებშიც კი, თუკი შეთანხმება არსებობს, სავსებით შესაძლებელია ამ მოდელმა იმუშაოს, როგორც საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელმა, მაგრამ იმის გამო, რომ ყველაფერი მკაფიოდ არის გამიჯნული, რჩება შესაძლებლობა, რომ ამ მოდელმა, როგორც საპარლამენტო მოდელმა ვერ იმუშაოს", - აცხადებს ვახტანგ ხმალაძემ.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა "კვირის პალიტრისათვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, საქართველო უკვე საპარლამენტო რესპუბლიკაა და კითხვა, თუ ვინ უნდა წავიდეს გაერო-ში, არ არსებობს, რადგან გაეროს ასამბლეის სხდომაზე საპარლამენტო რესპუბლიკის ქვეყნებიდან პრემიერ-მინისტრები მიდიან. ამ კონტექსტში კი ივანიშვილმა გერმანიის, ისრაელისა და ინგლისის პრემიერ-მინისტრები დაასახელა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 996
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია