დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე რუმინეთის ხელისუფლებას მადლობას უხდის
ავტორი:
2014/ივლისი/03 19:00:02
საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე საქართველოს მთავრობის სახელით რუმინეთის ხელისუფლებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის მადლობას უხდის.
როგორც დღეს ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, რუმინეთმა საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება პირველმა მოახდინა და რუმინეთის მხრიდან ეს არის საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპული ინტეგრაციის პროცესის ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი დემონსტრირება.
"რუმინეთი არის პირველი ქვეყანა და მინდა მადლობა ვუთხრა მათ ხელისუფლებას. ჩვენ მათთან გვაქვს ძალიან აქტიური თანამშრომლობა აბსოლუტურად ყველა დონეზე. ეს არის დიდი მხარდაჭერა, რუმინეთის კეთილი ნება ხელშეკრულების რატიფიცირება მოეხდინათ მანამდე, სანამ ამას საქართველოს პარლამენტი მოახდენდა. აღსანიშნავია, რომ როგორც რუმინეთის პარლამენტის ზედა, ასევე ქვედა პალატამ ერთხმად დაუჭირა მხარი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლების სახელით მინდა მათ მადლობა ვუთხრა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1063
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია