დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლატვიამ დაადასტურა მზადყოფნა, გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში
ავტორი:
2014/ივლისი/11 18:30:02
ბათუმში მიმდინარე მე-11 საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა" ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამარ ბერუჩაშვილმა ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ანდრეის პილდეგოვიჩსთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა მიულოცა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა თავის ლატვიელ კოლეგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გაწეული უდიდესი დახმარებისათვის. შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე 2015 წელს ლატვიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, რომლის ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ "აღმოსავლეთ პარტნიორობა" წარმოადგენს.
ლატვიის მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში, კონკრეტული პროექტების განხორციელებით.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1025
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია