დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თეა წულუკიანი ფარული მოსმენების საკითხზე შალვა შავგულიძის საკანონმდებლო ინიციატივას მხარს უჭერს
ავტორი:
2014/აპრილი/09 15:00:07
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა შავგულიძის საკანონმდებლო ინიციატივას მხარს უჭერს.
როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, პარლამენტში იხილება კანონპროექტი "ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შესახებ", რომელიც პარლამენტარების ჯგუფის მუშაობის ძალიან კარგი შედეგია.
მინისტრი საკანონმდებლო ინიციატივას მიესალმება, რადგან, მისი თქმით, პროექტი აწესებს რეგულირებას, თუ როგორ უნდა იყოს მოქალაქე დაცული უკანონო მოსმენებისგან.
"ჩვენ ადამიანის უფლებები ერთ-ერთ პრიორიტეტად გვაქვს არჩევნებიდან მოყოლებული. სწორედ იმას ვებრძოდით წინა ხელისუფლების პირობებში, რომ ადამიანის უფლებები, ღირსება იყო ფეხქვეშ გათელილი, ამიტომ შალვა შავგულიძის საკანონმდებლო ინიციატივას მე, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
კანონპროექტის მიხედვით, პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის მოპოვება და განადგურება მკაცრად რეგლამენტირებული ხდება, რათა მათი არამიზნობრივი მოპოვება, შენახვა და გამოყენება არ მოხდეს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, შემოთავაზებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ინფორმაციის მოპოვების, შენახვის და შემდეგ მისი განადგურების წესი მომავალში გამორიცხავს აღურიცხავი, არაკონტროლირებადი ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობას. ამის შესაძლებლობას იძლევა ცვლილებები, რომლებიც შედის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და სხვა კანონებში.
აღნიშნულის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა განახორციელა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა წინადადებების საფუძველზე. "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი და მისი თანმდევი კანონპროექტები, რომლებიც საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ბოლო სასესიო კვირაში პრინციპების დონეზე განიხილა, კომიტეტს პარლამენტის წევრმა შალვა შავგულიძემ წარუდგინა.
კანონპოროექტის შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ემატება ახალი - XVI1 თავი, რომელიც განსაზღვრავს ფარული საგამოძიებო მოქმედებების სახეებს, მათი განხორციელების წესსა და პროცედურას, ფარული საგამოძიებო მოქმედებების საშუალებით ინფორმაციის მოპოვების, გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებს.
პროექტის თანახმად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონიდან გადმოტანილია ისეთი სახის ღონისძიებები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის პირობებში მხოლოდ მოსამართლის განჩინებით ხორციელდება.
კანონპროექტი განსაზღვრავს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ მძიმე, განსაკუთრებით მძიმე და სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული კონკრეტული დანაშაულის გამოძიების პროცესში. პროექტი ასევე ითვალისწინებს სასამართლოს მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განჩინების რეესტრის წარმოებას.
ცვლილებები უნდა შევიდეს ასევე "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ", "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონებში და საქართველოს რეგლამენტში. პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების მიხედვით, შემოდის სპეციალური ნორმა, რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის როლს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის არჩევის პროცესში და მის ანგარიშვალდებულებას პარლამენტის წინაშე.
კანონპროექტებს ერთხმად დაუჭირეს მხარი კომიტეტის წევრებმა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობიდან, ისე ოპოზიციიდან. ამასთან, კომიტეტის სხდომაზე გამოითქვა შენიშვნები, რომლებიც, შალვა შავგულიძის განცხადებით, კონსტრუქციულია და კანონპროექტის ავტორები მათ აუცილებლად გაიზიარებენ.
არასამათვრობო ორგანიზაცების წარმომადგენლები სწორედ ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებას ითხოვენ.
ამასთან, შს სამინისტროს მიერ პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, სადაც უკანონო ფარულ მიყურადებასა და მოსმენებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 846
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია