დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძე ხონის რაიონის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
ავტორი:
2014/ივლისი/08 21:30:02
კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე ხონის რაიონის სოფლების დიდი კუხის, საწულუკიძეოს, დედალაურისა და ივანდიდის მოსახლეობას რაიონის გამგებლობის კანდიდატ ჯემალ მებუკესთან ერთად შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საარჩევნო ბლოკ "ქართული ოცნებიდან" აცნობეს, კახა კალაძემ ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. მათ შორის, საყოველთაო დაზღვევის, სახელმწიფოს მიერ უმაღლეს სასწავლებლებში 14 ფაკულტეტის დაფინანსებისა და უფასო წიგნების პროგრამებზე. მანვე მოსახლეობას გააცნო სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" და განაცხადა, რომ დაინტერესების შემთხვევაში, თითოეულ მათგანს შეუძლია ეკონომიკის სამინისტროში პროექტი წარადგინოს. "სამუშაო ადგილები უნდა შექმნას ბიზნესმა, სახელმწიფომ კი მას ამაში ხელი უნდა შეუწყოს", - აღნიშნა კახა კალაძემ.
"ქართული ოცნების" ინფორმაციით, კახა კალაძემ მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისა და ისეთი გამგებლის არჩევისკენ მოუწოდა, რომელიც რაიონის განვითარების პროცესში მათთან ერთად იქნება ჩართული. მისივე თქმით, ხელისუფლება დაწყებულ საქმეს გააგრძელებს და ყველა დანაპირებს შეასრულებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 991
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია