დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დიმიტრი ხუნდაძე გიორგი ბარამიძეს არასწორი განცხადების გავრცელებაში ადანაშაულებს
ავტორი:
2014/დეკემბერი/24 18:30:02
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიორგი ბარამიძის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ხუნდაძის განცხადებაშია აღნიშნული, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის წევრმა გიორგი ბარამიძემ განცხადება გააკეთა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების შესახებ.
"გიორგი ბარამიძემ იცრუა, როდესაც განცხადება გააკეთა თითქოსდა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიან არც ერთ ოჯახს არანაირი დახმარება არ გაწევია და მათზე გამოყოფილი თანხა არ დახარჯულა. გაწვდით მონაცემებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვაწოდა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ნაცმოძრაობა კიდევ ერთხელ მტკნარ სიცრუეს ავრცელებს.
კრიზისულ ოჯახებზე გაწეული დახმარების შესახებ 2014 წლის 24 დეკემბრის მონაცემებით: თბილისი - 219 ოჯახზე გაიცა 155 437 ლარი; რეგიონები - 555 ოჯახზე გაიცა 555 389 ლარი; სულ - 774 ოჯახზე გაიცა 710 826 ლარი; გარდა ამისა, 237 კრიზისულ ოჯახში დარიგებულია დახმარებები დაახლოებით 170 000 ლარის ღირებულებით, მაგრამ ვინაიდან დღეისათვის მომსახურების გამწევ ორგანიზაციას აღნიშნულ თანხაზე არ წარმოუდგენია მიღება-ჩაბარების აქტები, აღნიშნული მონაცემები ცხრილში არ იქნა შეტანილი (ეს აქტები წარმოდგენილი იქნება კვირის ბოლომდე).
დღეისათვის 1011 კრიზისულ ოჯახს გადაეცა შესაბამისი დახმარება (საკვები, ავეჯი, ელექტროენერგია და სხვა) დაახლოებითი ღირებულებით 880 000 ლარი", -ნათქვამია ხუნდაძის განცხადებაში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 967
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია