დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზვიად კვაჭანტირაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ენერგიულობით მოხიბლულია
ავტორი:
2013/ნოემბერი/20 18:30:02
ბევრჯერ მქონდა სურვილი, თქვენი გამოსვლა აპლოდისმენტებით შემეწყვიტა, - ამ სიტყვებით, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.
კვაჭანტირაძემ ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლას "შთამბეჭდავი" უწოდა და აღნიშნა, რომ მისი ენერგიულობით მოხიბლულია.
"დიდი მადლობა შთამბეჭდავი გამოსვლისთვის. ბევრჯერ მქონდა სურვილი,  აპლოდისმენტებით შემეწყვიტა თქვენი გამოსვლა, მაგრამ იმდენად ექსპრესიული და ენერგიული ხართ, რომ ვერ დაგეწიეთ. მინდა გითხრათ, რომ სწორედ თქვენმა ენერგიამ, თქვენი გამოსვლის მანერამ კიდევ უფრო მეტი იმედი ჩამისახა, რომ ყველა ამოცანა, რომელიც დასახულია, აუცლებლად იქნება შესრულებული", - მიმართა კვაჭანტირაძემ ღარიბაშვილს.
ამასთან, დეპუტატმა ბიძინა ივანიშვილსაც გადაუხადა მადლობა და აღნიშნა, რომ მან საქართველო გადაარჩინა.
"მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინას ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთის, რომ ქართველებს დაუბრუნა ოცნების უფლება და ამ ოცნებების ახდენის რეალური გზები შემოგვთავაზა", - დასძინა მან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1165
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია