დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უჩა ნანუაშვილი – როდესაც დეპუტატზე ძალადობა ხდება, ეს ცუდად აისახება ქვეყნის იმიჯზე
ავტორი:
2014/მარტი/31 12:00:02
სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტს ეხმიანება და მიაჩნია, რომ ნებისმიერი მსგავსი ფაქტები ზოგადად ქვეყნის იმიჯზე ცუდად აისახება.
როგორც სახალხო დამცველმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება იყოს ეფექტური და დროული, ძალიან მალე გაეცეს ყველა იმ კითხვას პასუხი, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს.
"ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, როდესაც დეპუტატზე ხდება ძალადობა, ზეწოლა, თუმცა არ ვიცი, რა მიზნით. მსგავსი ფაქტები არის შემაშფოთებელი და ეს სამწუხაროდ, ცუდად აისახება ზოგადად ქვეყნის იმიჯზე", - მიაჩნია ომბუდსმენს.
დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს წუხელ ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეპუტატის თქმით, მას სახლთან სამი მანქანით რამდენიმე ნიღბიანი დახვდა, რომელთაც მისი გატაცება სცადეს. წიკლაურის თქმით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1219
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია