დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქეთევან ციხელაშვილი ჟენევის დისკუსიების 26-ე რაუნდში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა
ავტორი:
2013/დეკემბერი/16 14:30:02
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 26-ე რაუნდში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.
როგორც ქეთევან ციხელაშვილმა გამგზავრებამდე განაცხადა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 26-ე რაუნდზე განხილული იქნება, როგორც უსაფრთხოების, ასევე ჰუმანიტარული საკითხები.
"ორივე ჯგუფში კრიტიკულად იქნება დაყენებული ისეთი ცენტრალური თემები, როგორიცაა მოსახლეობისათვის გადაადგილების თავისუფლების პრობლემა და გამყოფ ხაზებზე რუსი სამხედროების მიერ ბანერების დამონტაჟება",- განაცხადა ქეთევან ციხელშვილმა, რომელიც ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფს ხელმძღვანელობს.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 26-ე რაუნდი 17–18 დეკემბერს გაიმართება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1198
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია