დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პოლონეთის დელეგაციის წევრები რუსთავის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდნენ
ავტორი:
2014/თებერვალი/03 15:00:02
რუსთავში პოლონეთის ქალაქ პლოცკის დელეგაცია იმყოფება. დელეგაციის წევრები რუსთავის მერ დავით ჯიქიას და საკრებულოს თავმჯდომარე კახა გურგენიძეს შეხვდნენ, დღის განმავლობაში კი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასა და "აზოტის"საწარმოებს დაათვალიერებენ. დელეგაციის შემადგენლობაში პლოცკის ვიცე-მერები და ბიზნესმენები არიან.
ქალაქის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე რუსთავისა და პლოცკის ხელმძღვანელმა პირებმა შედგომი კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.
პლოცკის მერის მოადგილე ცეზარ ლევანდოვსკიმ იმედი გამოთქვა, რომ რუსთავში ვიზიტი ნაყოფიერი იქნება და ახლო მომავალში პოლონელი ბიზნესმენები ქალაქში კონკრეტული ინვესტიციებს განახორციელებენ.
ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობის დამყარებაზე მზაობა გამოხატეს რუსთავის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემაც.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალქ რუსთავში ბიზნეს აქტივობის გაძლიერება და შედეგად შექმნილი სამუშაო ადგილები, მით უმეტეს პოლონური მიდგომებით. იმედი მაქვს, რომ ამ კუთხით, მათი რუსთავში ვიზიტი ნაყოფიერი იქნება", - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე კახა გურგენიძემ.
,,პლოცკის დელეგაციის წევრების ინტერესია დაათვალიერონ რუსთავი და შეარჩიონ ის ბიზნეს მიმართულებები, რომელშიც კონკრეტული ინვესტიციების განხორციელება მოხდება. მათ ქალაქში კარგადაა განვითარებული ქიმიური მრეწველობა, ტურიზმი და ტრანსპორტის სფერო, იმედს ვიტოვებთ, რომ ვიზიტის დასრულებამდე უფრო კონკრეტულ ბიზნეს წინადადებებს მივიღებთ მათგან," _ განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.
პოლონელი სტუმრები, რუსთავში 2 თებერვალს ჩამოვიდნენ და ოფიციალურ შეხვედრამდე, ქალაქის სამრეწველო ნაწილი დაათვალიერეს.
რუსთავი და პლოცკი დაძმობილებული ქალაქებია, შეთანხმებას ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, თვითმმართველ ქალაქ რუსთავსა და პოლონეთის ქალაქ პლოცკს შორის 2011 წლის 2 დეკემბერს გაფორმდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1256
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია