დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კავკასიური სახლის ორგანიზებით, რეგიონული თანამშრომლობის პრესპექტივებზე დისკუსია გაიმართება
ავტორი:
2014/თებერვალი/11 09:30:02
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს, თემაზე რეგიონული თანამშრომლობის პრესპექტივები აზერბაიჯანს, საქართველოს, სომხეთსა და თურქეთს შორის საჯარო დისკუსია გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი — კავკასიური სახლი"-დან აცნობეს, ცენტრი ახორციელებს პროექტს რეგიონული თანამშრომლობა მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. პროექტი მიზნად ისახავს გააძლიეროს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების უნარიანობა, მოაგვაროს რეგიონული კონფლიქტები და შექმნას აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის ახალგაზრდა პროფესიონალების თანამშრომლობის პლატფორმა.
პროექტის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში ჩატარდება საჯარო დისკუსია, თემაზე რეგიონული თანამშრომლობის პერესპექტივები აზერბაიჯანს, საქართველოს, სომხეთსა და თურქეთს შორის.
ღონისძიებაზე პროექტის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელი ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და მკვლევარები წარმოადგენენ საკუთარ ხედვებს რეგიონულ თანამშრომლობაზე და დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხებენ. დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია.
დისკუსია 18:00 საათზე დაიწყება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1301
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია