დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - შეწყალებასთან დაკავშირებით როდესაც ცივილიზებულ ქვეყნებთან შედარებით სახეზე გვაქვს ასმაგი სხვაობა, ეს უნდა ნიშნავდეს უპასუხისმგებლობას, კორუფციას ან სამართალდამცავი სისტემის მიზანმიმართულ ნგრევას
ავტორი:
2018/მაისი/09 08:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kobaxidze2_46bf5.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/492096-irakli-kobakhidze-shetsyalebasthan-dakavshirebith-rodesac-civilizebul-qveynebthan-shedarebith-sakheze-gvaqvs-asmagi-skhvaoba-es-unda-nishnavdes-upasukhismgeblobas-korufcias-an-samarthaldamcavi-sistemis-mizanmimarthul-ngrevas.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - შეწყალებასთან დაკავშირებით როდესაც ცივილიზებულ ქვეყნებთან შედარებით სახეზე გვაქვს ...", "datePublished": "2018-05-09 04:46:05", "dateModified": "2018-05-09 04:46:05", "description": "შეწყალებასთან დაკავშირებით როდესაც ცივილიზებულ ქვეყნებთან შედარებით სახეზე გვაქვს ასმაგი სხვაობა, ეს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kobaxidze2_46bf5.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } შეწყალებასთან დაკავშირებით როდესაც ცივილიზებულ ქვეყნებთან შედარებით სახეზე გვაქვს ასმაგი სხვაობა, ეს უნდა ნიშნავდეს სამიდან ერთ-ერთს: ერთი - უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, მეორე - თეორიულად, კორუფცია და მესამე - თეორიულად, სამართალდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ შეწყალების საკითხთან დაკავშირებით „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „არჩევანი“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ასმაგი სხვაობა ნიშნავს, რომ, „რაღაც ცუდშია საქმე“. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, შეწყალების მხრივ სწორი პრაქტიკა ჩამოყალიბდეს თუნდაც შემდეგი პრეზიდენტის პირობებში.

„ჩვენს ინტერესებში ნამდვილად არ შედის დაპირისპირების გაღრმავება საქართველოს პრეზიდენტთან, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ სადღაც 3 თვეში უკვე საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.

რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს და მათ შორის შეწყალების საკითხს, ძალიან მნიშვნელოვანია, პრობლემაზე ყურადღების გამახვილება, მათ შორის პრევენციისთვისაც. მნიშვნელოვანია, სწორი პრაქტიკა ჩამოყალიბდეს თუნდაც შემდეგი პრეზიდენტის პირობებში, რომელიც აირჩევა ოქტომბრის საპრეზიდეენტო არჩევნებზე. ამისათვის მნიშვნელოვანია, შეფასდეს ის არასწორი პრაქტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ.

ჩვენ მოვიყვანეთ კონკრეტული სტატისტიკა და ეს სტატისტიკა ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს სტატისტიკა არის დაახლოებით ასმაგი საშუალო სხვაობა საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პირთა რაოდენობასა და განვითარებული, ცივილიზებული ქვეყნების პრეზიდენტების მიერ შეწყალებულ პირთა რაოდენობას შორის.

ასმაგი სხვაობა ნიშნავს რომ, რაღაც ცუდშია საქმე და ამას ეხებოდა ჩემი ბრალდება. ეს არის პოლიტიკური ბრალდება, რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც ასმაგი სხვაობა გვაქვს სახეზე, ცივილიზებულ ქვეყნებთან შედარებით, ეს უნდა ნიშნავდეს სამიდან ერთ- ერთს: ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, მეორე ეს არის თეორიულად კორუფცია და მესამე არის თეორიულად, სამართალდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა. სამიდან ერთ-ერთი აუცილებლად უნდა იყოს მიზეზი, ეს არის ჩემი პოლიტკური ბრალდების შინაარსი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი თავისი ცოლის ძმის შეწყალების გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. „ნეპოტიზმი კიდევ ცალკე თემაა - იქ თეორიული ალბათობითაც არ გვჭირდება საუბარი. როდესაც ადამიანი თავის ცოლის ძმას შეიწყალებს, ეს არის მორალურ ზღვარს გადაცდენილი ქმედება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 625
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია