დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ეკა ბესელიამ და აშშ-ის ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმაზე ისაუბრეს
ავტორი:
2018/აპრილი/02 18:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/beselia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/486342-eka-beseliam-da-ashsh-is-federaluri-olqis-saapelacio-sasamarthlos-mosamarthlem-sasamarthlo-sistemashi-mimdinare-reformaze-isaubres.html", "headline": "ეკა ბესელიამ და აშშ-ის ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ სასამართლო სისტემაში მიმდ...", "datePublished": "2018-04-02 13:48:08", "dateModified": "2018-04-02 13:48:08", "description": "პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის ფედ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/beselia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ელისონ დანქენს შეხვდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმის ჭრილში აქტუალური საკითხები იყო განხილული.

მათივე ცნობით, სტუმარმა სხვადასხვა საკითხთან, მათ შორის, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ მოდელზე ისაუბრა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, სასამართლო რეფორმა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმაა და ამ პროცესში საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა ხელს შეუწყობს რეფორმის წარმატებით განხორციელებას.

“ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო ამერიკელ მოსამართლესთან, რომელსაც 15 წლიანი გამოცდილება აქვს და ერთ-ერთი გამორჩეული მოსამართლეა. ელისონ დანქენს გამოცდილება აქვს, მათ შორის, რეფორმის განხორციელების და სხვადასხვა ტიპის სამოსამართლეო აქტიურობის კუთხით. ვსაუბრობდით ჩვენი რეფორმის ფარგლებში არსებული საკითხების გადაწყვეტის და სიახლეების შესახებ. სტუმარმა მოსამართლეთა დანიშვნის, არჩევისა თუ გათავისუფლების წესთან და ასევე, პროცესის ღიაობასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების გამოცდილება გაგვიზიარა. აშშ-ის ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს ამ კვირის განმავლობაში საინტერესო შეხვედრები აქვს და ვფიქრობ, რომ ეს ეხმარება ჩვენს პროცესს, რომელიც რეფორმის წარმატებით გაგრძელებას გულისხმობს“, - განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელიას აშშ-ის ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ელისონ დანქენთან შეხვედრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების ხელშეწყობის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 623
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია