დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თომას ჰამერბერგი - ეკლესიის ლიდერებიც და სასულიერო პირებიც კანონს უნდა ემორჩილებოდნენ
ავტორი:
2013/სექტემბერი/18 16:20:09
სამართლებრივ საკითხებში საქართველოს მთავრობის კონსულტანტი, თომას ჰამერბერგის შეფასებით, პროკურატურა ყოყმანობს, იმ საქმეების წარმოება დაიწყოს, რომლებშიც შესაძლოა სასულიერო პირების მიერ ჩადენილი დანაშაული იკვეთებოდეს.
ამის შესახებ ჰამერბერგმა მედიის წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე შესაბამის შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა და იქვე დასძინა, რომ ეკლესიის ლიდერებიც და სასულიერო პირებიც, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების წარმომადგენლები არიან, კანონს უნდა ემორჩილებოდნენ.
"ჩვენ ვიცით, რომ ეკლესიის ლიდერებიც არიან საზოგადოების წარმომადგენლები, შესაბამისად მათაც პატივი უნდა სცენ კანონს. თუმცა, ვხედავ, რომ პროკურატურა ყოყმანობს დაიწყოს გარკვეული საქმეების წარმოება. შეიძლება ის ფიქრობს, რომ სამღვდელოებასთან დაპირისპირება ამ ეტაპზე არ იყოს მომგებიანი, მაგრამ ეს საკითხი სერიოზულად უნდა იყოს განხილული, მათ შორის, მუსლიმთა თემთან დაკავშირებული საკითხებიც საჭიროებს სერიოზულ გამოკვლევას", - დასძინა თომას ჰამერბერგმა.
ამასთან, მისივე განმარტებით, სტანდარტები ყველა რელიგიისთვის ერთია და ადამიანის უფლებების დაცვა ყველა რელიგიას თანაბრად ეხება.
"ყველა რელიგია თანაბარი უნდა იყოს, რადგან ადამიანის უფლებათა დეკლარაცია იყენებს სიტყვას "ყველა", ე.ი. ის ეხება ყველას", - აღნიშნა ჰამერბერგმა. მისივე თქმით, ვერც პატრიარქი და ვერც მუფტი ვერ დადგებიან კანონზე მაღლა, რადგან ისინიც საზოგადოების წევრები არიან.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1134
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია