დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრეზიდენტი და ოპოზიცია პროპორციული სისტემის დაუყოვნებლივ შემოღებას, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შენარჩუნებას, ბარიერის 3%-მდე დაწევას და უშიშროების საბჭოს კონსტიტუციურ ორგანოდ შენარჩუნებას ითხოვს
ავტორი:
2017/სექტემბერი/20 08:30:01
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/453165-prezidenti-da-opozicia-proporciuli-sistemis-dauyovnebliv-shemoghebas-prezidentis-pirdapiri-tsesith-archevis-shenarchunebas-barieris-3-mde-datsevas-da-ushishroebis-sabtcos-konstituciur-organod-shenarchunebas-ithkhovs.html", "headline": "პრეზიდენტი და ოპოზიცია პროპორციული სისტემის დაუყოვნებლივ შემოღებას, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შენარჩუნებას, ბარიერის 3%-მდე დაწევას და უშიშროების საბჭოს კონსტიტუციურ ორგანოდ შენარჩუნებას ითხოვს", "datePublished": "2017-09-20 04:38:06", "dateModified": "2017-09-20 04:38:06", "description": "პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე ქვეყნის პირველ პირს, გიორგი მარგველაშვილსა და ოპოზიციურ პოლიტიკური ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/0f276b0b41e1089218e1e301880d25df.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე ქვეყნის პირველ პირს, გიორგი მარგველაშვილსა და ოპოზიციურ პოლიტიკური პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების თაობაზე ერთობლივ დოკუმენტს ავრცელებს.

საქართველოს კონსტიტუციის პროექტის გაუმჯობესებასა და კონსენსუსით მიღების აუცილებლობასთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და ოპოზიციის ერთობლივი პოზიცია შემდეგში მდგომარეობს:

„საქართველოს პრეზიდენტი, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ვითვალისწინებთ რა კონსტიტუციის განუსაზღვრელ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და სახელწიფოებრივი გაძლიერებისათვის, აუცილებლად მივიჩნევთ ქვეყნის უმთავრესი კანონის განახლებული რედაქცია მიღებულ იქნეს კონსენსუსის საფუძველზე. კონსტიტუცია ვერ გახდება განსხვავებული სოციალურ-პოლიტიკური ხედვების მქონე მოქალაქეთა გამაერთიანებელი დოკუმენტი, თუ მას ექნება მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა.

შესაბამისად, კონსტიტუციური რეფორმისთვის საჭირო საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის მინიმალური ხარისხის მიღწევის შესაძლებლობას ვხედავთ მხოლოდ, შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვალასა (მანდატების განაწილების სამართლიანი წესით) და სახელმწიფოს მეთაურის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნების შემთხვევაში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, მიუხედავად განსხვავებული იდეოლოგიურ-პოლიტიკური პოზიციებისა, ვთანხმდებით კონსტიტუციის შემდეგ საკითხებზე:
1. პროპორციული საარჩევნო სისტემის (მანდატების განაწილების სამართლიანი წესით) დაუყოვნებლივ შემოღება და პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის წესის შენარჩუნება;
2. ბარიერის დაწევა 3%-მდე და საარჩევნო ბლოკების შენარჩუნება;
3. უშიშროების საბჭოს კონსტიტუციურ ორგანოდ შენარჩუნება; ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების უკეთ ორგანიზება;
4. საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება;
5. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაძლიერება.

ეს საკითხები ძირითადად ეფუძნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ითვალისწინებს ქართული საზოგადოების განწყობებს.

კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ კონსტიტუციის მიღების პროცესში კონსენსუსს აქვს უდიდესი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. შესაბამისად, სახელისუფლებო პოლიტიკურ პარტიას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გამოიყენოს კონსტიტუციური პროექტის კონსენსუსით მიღების ისტორიული შანსი“, - ნათქვამია პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების მიერ ერთობლივდ შემუშავებულ დოკუმენტში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 694
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია