დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კვირიკაშვილი - ოკუპაცია და რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა ოკუპირებულ რეგიონებში, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება
ავტორი:
2017/დეკემბერი/20 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/kvirikashvili7.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/469663-giorgi-kvirikashvili-okupacia-da-rusethis-destruqciuli-politika-okupirebul-regionebshi-erth-erth-umnishvnelovanes-gamotsvevad-rcheba.html", "headline": "გიორგი კვირიკაშვილი - ოკუპაცია და რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა ოკუპირებულ რეგიონებში, ერთ-ერთ უმნიშ...", "datePublished": "2017-12-20 11:41:48", "dateModified": "2017-12-20 11:41:48", "description": "ოკუპაცია და რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა ოკუპირებულ რეგიონებში, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვან...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/kvirikashvili7.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ოკუპაცია და რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა ოკუპირებულ რეგიონებში, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება და ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები, რომ არსებული ფორმატები უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უსმენენ.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებას ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა აქვს დაგეგმილი როგორც ოკუპაციის პრობლემების საერთაშორისო ფორმატებში აქტიურად დაყენების, ასევე რეინტეგრაციის მიმართულებით.

„ოკუპაცია და რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა ოკუპირებულ რეგიონებში ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. ადამიანის უფლებების კუთხით ძალიან მძიმე დარღვევები ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა ჩვენი ხელისუფლების და ამ მიმართულებით, ჩვენ რა თქმა უნდა, ვაძლიერებთ ძალისხმევას სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში. ეს იქნება ხაზი, რომელსაც ჩვენ გავაგრძელებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები, რომ არსებული ფორმატები, უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ და ამ კუთხით ჩვენ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ვსაუბრობთ. ძალიან მნიშვნელოვანია ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის რეინტეგრაციის კუთხით, შერიგების პოლიტიკის კუთხით. გვაქვს ძალიან თამამი გადაწყვეტილებების პაკეტი, რომელსაც უახლოეს დღეებში წარმოგიდგენთ პარლამენტში განსახილველად. ეს ნაბიჯები ჩვენ საშუალებას მოგვცემს უფრო მეტი რეინტეგრაცია მოვახდინოთ ჩვენს მოსახლეობასთან, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ასევე მათ მივცეთ საშუალება, რომ ყველა ის პოზიტივი გამოიყენონ, რაც დღეს საქართველოში იქმნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 544
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია