დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ჩუგოშვილი - სახელმწიფოსგან გარანტიები ჰქონდა ყველას, რომ გამოხატვის უფლება სრულად იქნებოდა დაცული
ავტორი:
2018/მაისი/17 18:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/chugoshvili_78941.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/493690-thamar-chugoshvili-sakhelmtsifosgan-garantiebi-hqonda-yvelas-rom-gamokhatvis-ufleba-srulad-iqneboda-daculi.html", "headline": "თამარ ჩუგოშვილი - სახელმწიფოსგან გარანტიები ჰქონდა ყველას, რომ გამოხატვის უფლება სრულად იქნებოდა დაც...", "datePublished": "2018-05-17 14:00:19", "dateModified": "2018-05-17 14:00:19", "description": "სახელმწიფოს და შსს–ს მხრიდან ყველაფერი იყო გაკეთებული, რომ იყოს დაცული ყველა მოქალაქის მშვიდობიანი ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/chugoshvili_78941.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სახელმწიფოს და შსს–ს მხრიდან ყველაფერი იყო გაკეთებული, რომ იყოს დაცული ყველა მოქალაქის მშვიდობიანი გამოხატვის უფლება, ვფიქრობ, შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო მოწოდების სიმაღლეზე და ის შეხვედრები, რაც შედგა, სრულად უზრუნველყოფდა გამოხატვის თავისუფლებას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე -სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით ჩაშლილი აქციის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ყველას უფლება იქნებოდა დაცული, თუმცა ვერავის დააძალებენ ძალით მოახდინონ შეკრება.
„ისიც მესმის, რომ ამ თემის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღარ ჩაეტარებინათ აქცია სხვა ფაქტორების გამო, იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ განცდა 100%–ით დაცულობის, ვინაიდან სხვადასხვა აქციებიც იმართებოდა. თუმცა, ამას ჩვენ ვერ დავაბრალებთ შსს–ს და სახელმწიფოს. სახელმწიფოსგან გარანტიები ჰქონდა ყველა ჯგუფს, რომ გამოხატვის უფლება სრულად იქნებოდა დაცული. ეს გარანტიები გუშინ საჯაროდ იქნა შსს–ს მხრიდან მიცემული“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 490
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია