დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საკრებულოს სხდომა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/03 19:00:02
თბილისის საკრებულოს სხდომა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. საკრებულოს უმცირესობის პროტესტი მერიის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ ალექსანდრე მარგიშვილის კანდიდატურამ გამოიწვია.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ითხოვდნენ საკრებულოს წევრებს დღის წესრიგიდან ამოეღოთ საკითხი, რომელიც თბილისის მერის მოადგილის, ალექსანდრე მარგიშვილის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნას ითვალისწინებდა. "ნაციონალური მოძრაობა თბილისის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც მერიიდან 200-მდე თანამშრომელია გათავისუფლებული, კონკრეტული პიროვნების, ისნის რაიონის გამგებლის მოადგილე დონაძის მიმართ ხდება ზეწოლის ფაქტები, დაუშვებელია ატესტაციის ჩატარება თბილისის მერიაში.
მან მოითხოვა საქართველოს პროკურატურის მიერ მოხდეს მერიიდან გათავისუფლებულთა და თანამშრომლებზე ზეწოლის ფაქტების შესწავლა. ასევე მოითხოვა ისნის რაიონის გამგებლისათვის უფლებამოსილების დროებით შეჩერება. აბესაძემ მიმართა საკრებულოს, შეაჩეროს მერიაში ატესტაციის პროცესი და საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის საკითხი დღის წესრიგიდან დროებით ამოიღოს და მისი განხილვა გადადოს.
აბესაძის მოსაზრებას სხდომაზე მხარი დაუჭირეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა, უმრავლესობის წევრებმა კი საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება საჭიროდ არ მიიჩნიეს. ფრაქცია "ქართული ოცნება რესპუბლიკელების" წევრის, დავით ზურაბიშვილის თქმით, საკითხის გადადების საფუძველი არ არსებობს. კერძოდ, არ არსებობს კონკრეტული ფაქტები, რომლითაც დასტურდება თბილისის მერიის თანამშრომლების უკანონო გათავისუფლება და მათზე ზეწოლის ფაქტები. ამდენად, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მერის პირველი მოადგილე უნდა იყოს საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
საბოლოოდ სხდომაზე ეს საკითხი საკრებულოს უმრავლესობამ დღის წესრიგიდან არ ამოიღო. კენჭისყრაზე დაყენების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომის დარბაზი დატოვეს. უმრავლესობის წევრებმა განხილვის შემდეგ კენჭი უყარეს საკითხს და საბოლოოდ მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ ალექსანდრე მარგიშვილის დანიშვნას მხარი დაუჭირეს. მისი კანდიდატურის წინააღმდეგი იყო საკრებულოს მხოლოდ ერთი დეპუტატი, 32 კი მომხრე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 973
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია