დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით ნარმანია - ვაპირებთ, რომ მომავალი წლიდან სახელფასო დანამატს დავარქვათ ხელფასი
ავტორი:
2014/ოქტომბერი/11 14:00:02
ვაპირებთ, რომ მომავალი წლის იანვრიდან სახელფასო დანამატს დავარქვათ ხელფასი, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ "ბიზნეს კურიერთან" საუბარში განაცხადა.
მისი განმარტებით, ცალკე დანამატი აღარ გაიცემა და თანამშრომლები შრომით ანაზღაურებას სწორედ ხელფასის ფორმით მიიღებენ, თუმცა მერს არ დაუკონკრეტებია, ნიშნავს თუ არა ეს ხელფასის გაზრდას.
ამასთან, ნარმანიამ იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც მერიის მაღალჩინოსნები ხელფასთან ერთად დანამატს იღებენ და აღნიშნა, რომ აუცილებელია კვალიფიციურ კადრებს სათანადო შემოსავალი ჰქონდეთ, რომ საჯარო სექტორმა კერძო სექტორთან კონკურენცია შესძლოს.
"დანამატების სისტემა თბილისის მერიაში არსებობდა და იყო შემთხვევები, როცა დანამატი შრომითი ანაზღაურების ერთმაგ ოდენობაზე მეტიც კი იყო. ჩვენ მხოლოდ მცირედი კორექტირება გავაკეთეთ ამის და წლის ბოლომდე დავტოვეთ ისეთი ფორმით, როგორიც იყო, ანუ არსებითად არ შეგვიცვლია. თუმცა, ამავდროულად ჩემი მხრიდან დაევალა შესაბამის სამსახურებს ახალი წესი მოვამზადოთ შრომის ანაზღაურებასა და დანამატებთან დაკავშირებით და იმ მავნე პრაქტიკას, რაც არსებობს, დაესვას წერტილი. ჩემთვის გაუგებარია რატომ ატყდა აჟიოტაჟი. ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციურ ადამიანებს, რომლებიც მართლა ზეგანაკვეთურად მუშაობენ, ჰქონდეთ შესაბამისი მოტივაცია. ადამიანებმა, რომლებიც თანამდებობაზე ინიშნებოდნენ, იცოდნენ, რომ იქნებოდა ხელფასი და იქნებოდა დანამატი. ჩვენს მიერ აღებული ხელფასისა და დანამატის ჯამური მოცულობა გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე იგივე კვალიფიკაციის ადამიანები კერძო ან სხვა სექტორში იღებენ. კვალიფიციური ადამიანების შენარჩუნებას სჭირდება მოტივაცია... ვაპირებთ, რომ დანამატს მომავალი წლის იანვრიდან დავარქვათ ხელფასი, ანუ ანაზღაურება მოხდება ხელფასის ფორმით", - განაცხადა ნარმანიამ.
თბილისის მერის განმარტებით, პირადად ის დანამატს არ იღებს. "მე ვიღებ შრომის ანაზღაურებას დაახლოებით 3 500 ლარამდე და არ ვიღებ დანამატს. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ", - აღნიშნა თბილისის მერმა.
დავით ნარმანიას თქმით, ადმინისტრაციაში მათ სხვა ხარჯები შეამცირეს.
"კერძოდ შემცირდა ხარჯები კომუნიკაციაზე, მივლინებებზე, ავტომანქანების შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები – 600 ათას ლარზე მეტი დავზოგეთ წლის ბოლომდე ამ ეკონომიით, რაც სხვა პროექტების განსახორციელებლად გამოვიყენეთ", - დასძინა ნარმანიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 861
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია