დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საზღვარგარეთ საქართველოს ელჩები 8 აგვისტოს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ
ავტორი:
2014/აგვისტო/08 09:00:02
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები დღეს, 8 აგვისტოს წლისთავთან დაკავშირებით, ძმათა სასაფლაოს ეწვევიან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი დიპლომატები ძმათა სასაფალოს გვირგვინით შეამკობენ და პატივს მიაგებენ ომში დაღუპულთა ხსოვნას.
რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებშიც.
საქართველოს საელჩოების ინიციატივით, 2008 წლის 8 აგვისტოსთან დაკავშირებით იგეგემება საინფორაციო მასალების გამოქვეყნება საერთაშორისო მედიასაშუალებებში. ასევე გაიმართება შეხვედრები ადგილობრივ ექსპერტებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1113
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია