დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ელგუჯა ხოკრიშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა
ავტორი:
2014/ივნისი/09 14:30:02
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი თურქეთის ელჩს საქართველოში, ლევენთ გურმუქჩუს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, აღნიშნული შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მათი დაფინანსების წყაროებზე. გარდა ამისა, ელგუჯა ხოკრიშვილმა სხვადასხვა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ხარისხიანად შესრულების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის და ქვეყნისთვის ეს პრიორიტეტული საკითხია.
თურქეთის ელჩმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესთან დაკავშირებით. მისი თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებას თურქეთის სახელმწიფოც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან E60 ავტომაგისტრალი მათ აზერბაიჯანთან და ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს.
თურქულმა მხარემ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ პროექტებში ჩართვის სურვილიც გამოთქვა და მინისტრს, უწყებასთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების თურქეთის სახელმწიფოში გადამზადება შესთავაზა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1090
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია