დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ფილიპ დიმიტროვი - ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მნიშვნელოვანი გამოწვევები შეხვდება
ავტორი:
2013/დეკემბერი/09 12:30:02
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ფილიპ დიმიტროვი ფიქრობს, რომ ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მნიშვნელოვანი გამოწვევები შეხვდება , თუმცა მიიჩნევს, რომ, მათი მხარდაჭერის საფუძველზე ამ გამოწვევებთან გამკვლავება რთული არ იქნება. ამის შესახებ ფილიპ დიმიტროვმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მიმდინარე ვილნიუსის სამიტის შემაჯამებელ კონფერენციაზე "აღმოსავლეთ პარტნიორობა - გზა ვილნიუსის სამიტის შემდეგ" განაცხადა.
"ისე, როგორც ნებისმიერ საქმიანობაში, ამ გზაზეც იქნება გამოწვევები, თუმცა, სწორედ ქართველი ხალხის ძალიან დიდი მხარდაჭერის წყალობით, ხელისუფლებისთვის უფრო მარტივი იქნება ამ გამოწვევებს თვალი გაუსწოროს. არ ვაპირებ იმაზე საუბარს, თუ რას მიაღწია ევროპამ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ვცადოთ და ევროპას მივუახლოვდეთ ყველა კუთხით, ყველა თვალსაზრისით. გამოწვევები იქნება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენადაა საქართველო მზად იყოს უფრო და უფრო ახლოს ევროპასთან. რა თქმა უნდა გამოწვევები დაკავშირებული იქნება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების, ქვეყნის ერთიანობის საკითხებთან და ასე შემდეგ, ანუ ევროკავშირთან მეგობრობა და მისი წევრობა იქნება თუ არა საკმარისი გარანტი საქართველოს უსაფრთხოების დაცულობისთვის. მე ვერ წარმომიდგენია ვერც ერთი სხვა უფრო მტკიცე მხარდაჭერის მაგალითი, რაც ევროპამ აღმოუჩინმა საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ასე რომ, ჩემი აზრით, ნამდვილად არ იქნება რთული ამ გამოწვევებთან გამკლავება ერთად, მხარდაჭერის საფუძველზე",-განაცხადა დიმიტროვმა.
ამასთან, ევროკავშირის ელჩის განმარტებით, საქართველოს მთავრობამ აუცილებლად უნდა შეძლოს და მოახდინოს კონცენტრაცია უმთავრეს ევროპულ პრინციპებზე.
"საუბარია ასოცირების შეთანხმების ბაზისურ, ევროპულ პრინციპებზე შეთანხმებაზე - რა არის ევროპული სტანდარტი, რაში მდგომარეობს ის და როგორ დავიცვათ ქვეყანაში, რა უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველომ ამ გზიდან არ გადაუხვიოს", - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1061
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია