დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ევროპული საქართველო" რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ახალ საკანონმდებლო წინადადებას წარადგენს
ავტორი:
2018/აპრილი/20 10:30:01
../photo/2015_02/0-00-1IANV-2017/kapanadze_e9555.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/489006-qevropuli-saqarthveloq-rusuli-propagandis-tsinaaghmdeg-akhal-sakanonmdeblo-tsinadadebas-tsaradgens.html", "headline": ""ევროპული საქართველო" რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ახალ საკანონმდებლო წინადადებას წარადგე...", "datePublished": "2018-04-20 06:19:35", "dateModified": "2018-04-20 06:19:35", "description": ""ევროპული საქართველო" რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ახალ საკანონმდებლო წინადადებას წარადგენს, - ამის...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1IANV-2017/kapanadze_e9555.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } "ევროპული საქართველო" რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ახალ საკანონმდებლო წინადადებას წარადგენს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განუცხადა. დეპუტატის თქმით, მრავალი ქვეყნის გამოცდილება შეისწავლეს და კონკრეტულ მექანიზმებს ამუშავებენ.

"ევროპულ საქართველოს" აქვს ამოცანა, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში პარლამენტში წარადგინოს კონკრეტული ინიციატივა, რომელიც შეეხება საქართველოში რუსული პროპაგანდის შეზღუდვას და მის წინააღმდეგ ეფექტური ინსტრუმენტების შემუშავებას. ეს გულისხმობს როგორც რუსეთიდან მომავალი დაფინანსებების შეზღუდვას, ისე აქ მოქმედი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც პროპაგანდით არიან დაკავებული, საბიუჯეტო სახსრებზე წვდომის შეზღუდვას. შევისწავლეთ მრავალი ქვეყნის გამოცდილება და ვამუშავებთ კონკრეტულ მექანიზმებს", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, "ევროპული საქართველო" წარადგენს ინიციატივას პარლამენტში იმ იმედით, რომ "ქართულ ოცნებას" ეყოფა კეთილგონიერება და მას მხარს დაუჭერს".

"ეს საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანია, ზოგადად ასეთი ტიპის საკითხებზე მუშაობს უშიშროების საბჭო, მაგრამ ამაშიც ცოტა რთულად გვაქვს საქმე, რადგან ხელისუფლებამ ის გააუქმა და არც ერთ უწყებას არ აქვს საკოორდინაციო ფუნქცია. ეს კიდევ ცალკე მიმართულებაა. პარლამენტმა უნდა მიიღოს ეს ცვლილებები და კონკრეტულ უწყებებს უნდა შეუქმნას ინსტრუმენტები, რათა ისინი შეებრძოლონ რუსულ პროპაგანდას", - აღნიშნა დეპუტატმა.
სერგი კაპანაძე საკანონმდებლო ინიციატივას არასამთავრობო სექტორს აცნობს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 470
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია