დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ლევან ყიფიანი ჭადრაკში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალს დაესწრება
ავტორი:
2014/ოქტომბერი/19 11:00:02
ბათუმის დრამატულ თეატრში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ჭადრაკში ევროპის ახალგაზრდული (8-18 წლამდე) ჩემპიონატის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 18-29 ოქტომბერს ბათუმი ჭადრაკში 8-18 წლის გოგონათა და ვაჟთა შორის ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატს უმასპინძლებს.
ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე, რომელიც ბათუმი 2010 წლის შემდეგ მეორედ გაიმართება, ჩემპიონ-პრიზიორები 6 ასაკობრივ კატეგორიაში - 8-10-12-14-16-18 წლის მოზარდებში გამოვლინდებიან.
ჩემპიონატში საქართველოს ორ ნაკრებთან ერთად, ჯამში მონაწილეობას მიიღებს ევროპის 45 ქვეყნის 1000-მდე ახალგაზრდა მოჭადრაკე. ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალი 18 ოქტომბერს 19:30 საათზე ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება, პირველი ტური კი 19 ოქტომბრიდან დაიწყება. შეხვედრები სასტუმრო "შერატონში" და "ინტურისტში" ჩატარდება. საქართველოს ჩემპიონატზე ჯამში 140 მონაწილე ეყოლება.
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ორგანიზატორები არიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და ევროპის საჭადრაკო კავშირი, მხარდამჭერები - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ბათუმის მერია.
ტურნირის ოფიციალური სპონსორია, ჭადრაკის ფედერაციის მთავარი პარტნიორი - კომპანია Socar Energy Georgia.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1168
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია