დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი პეტრიაშვილი მთავრობას რკინიგზელთა გაფიცვაში ჩაურევლობისთვის მადლობას უხდის
ავტორი:
2013/ნოემბერი/15 15:00:02
პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი მთავრობას რკინიგზელთა გაფიცვაში ჩაურევლობისთვის მადლობას უხდის და მოუწოდებს თანამდებობებზე კომპეტენტური კადრების დანიშვნას შეუწყოს ხელი. ამის შესახებ ირაკლი პეტრიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც მთავრობა ნეგატიური კუთხით არ ჩარეულა რკინიგზელთა გაფიცვის პროცესში.
"მინდა მთავრობას მადლობა ვუთხრა, რომ ის ამ კონკრეტულ აქციაში არ ჩარეულა. მაგარამ ამავე დროს მინდა ხელისუფლებას ვთხოვო და კატეგორიულადაც მოვუწოდო, რომ არჩევნებს, არჩევნების გზით მოხვალ ხელისუფლებაში თუ რევოლუციის გზით, მოყვება არაკომპეტენტური კადრების თანამდებობებზე დანიშვნა- ის ვისაც დროშის ტარზე ხელი მოუკიდია, ვისაც კარგად შეუგინებია წინა მთავრობისთვის და ა.შ ამის გამო 2600 ლარიანი და 3500 ლარიანი ხელფასების დანიშვნა, მერე ამ არაკომპეტენტური კადრების მიერ საქართველოს ეკონომიკისთვის ზარალის მიყენება, ადამიანების ფაქტობრივად იძულება, რომ გაეფიცონ ამ კომპანიას, ვფიქრობ არის დანაშაული ქვეყნის წინაშე. მითუმეტეს, რომ ამ არაკომპეტენტურმა კადრებმა, თავისი კიდევ უფრო არაკომპეტენტური კადრები მოიყვანეს და თავისი ნათესავები და შვილები დაასაქმეს ამ კომპანიაში. წადით და იკითხეთ რას წარმოადგენს ბეჟაშვილი, გადაამოწმეთ გია ყრუაშვილის შვილი. ეს ყველაფერი დაღუპავს კომპანიას, საქართველოს ეკონომიკას, დროზე მიიღოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება, რომ ადამიანები ინიშნებოდნენ თავისი კომპეტენციების მიხედვით", - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
რკინიგზელთა ნაწილი გუშინ გაიფიცა, ისინი პროტესტის ერთადერთ მიზეზად სოციალური და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ასახელებდნენ. საქართველოს რკინიგზის" დირექტორთა საბჭოსთან მოლაპარაკებების შემდეგ რკინიგზელთა გაფიცვა შეწყდა. მოლაპარაკებები 6 საათს გაგრძელდა, სადაც ახალი პროფკავშირების ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ამის დასტურად მათ შორის ოქმიც გაფორმდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1173
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია