დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თორნიკე შარაშენიძე - უკრაინასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მისამართით საკმაოდ სამართლიანი პრეტენზიები გაისმა
ავტორი:
2014/სექტემბერი/02 11:00:02
საქართველოს ახლანდელი ფრთხილი პოზიცია შეიძლება ერთის მხრივ გამართლებული იყოს, რომ არ გავაღიზიანოთ ეს გაგიჟებული რუსეთი , - ამის შესახებ საერთშორისო საკითხების ექსპერტმა, თორნიკე შარაშენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მეორე მხრივ, საქართველოს აქვს ძალიან დიდი პრობლემა - პრაქტიკულად, ჩაგდებულია მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან.
"მართალია, კარგად ვმუშაობთ ნატო-სთან, მაგრამ არ ვმუშაობთ მაინცდამაინც კარგად ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მთელ რიგ სახელმწიფოებთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნის გამო გადაიკიდეს ძალიან ბევრი ჩვენი უცხოელი მეგობარი. ეს ნაბიჯებია გამოსასწორებელი პირველ რიგში. შემდეგ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, საჭიროა თუ არა სიფრთხილე რუსეთთან", - აღნიშნა შარაშენიძემ.
თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, გუშინ, უკრაინის თემასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ფორუმზე გაისმა საკმაოდ სამართლიანი პრეტენზიები საქართველოს მთავრობის მისამართით. მისივე თქმით, გუშინდელ ფორუმზე მთავრობას წარმოადგენდნენ ყველაზე უფრო პროდასავლური, პროგრესული პოლიტიკოსები, მინისტრები და პირადად მათ მისამართით შეიძლება კრიტიკა მართებული არ იყოს, რადგან ისინი ცდილობენ, გააკეთონ რაც შეუძლიათ, მაგრამ როგორც ჩანს,  საერთო პოზიციაზე გავლენას ვერ ახდენენ.
"უკრაინაში ყველაფერი არ დასრულებულა, რუსეთმა დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა. ამ დღეებში, ჩემი აზრით, ძალიან ბევრი რამ გაირკვევა, მათ შორის - ჩვენი მთავრობის პოზიცია", - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1121
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია