დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა ოქრიაშვილი კომიტეტის "არასაინტერესო სხდომებზე" სიარულს არ აპირებს
ავტორი:
2014/აპრილი/11 15:00:02
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ტყემალზე ზის, - ასე ახსნა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა მის მიერ კომიტეტის გაცდენის მიზეზები.
როგორც მან საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა,
კომიტეტი ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით არასაინტერესო სხდომებს ატარებს, ხშირ შემთხვევაში დაჩქარებული წესით ხდება მნიშვნელოვანი კანონპროექტების განხილვა და ასეთ ვითარებაში, საკომიტეტო სხდომებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.
"თუ კომიტეტის სხდომა ჩემთვის არასაინტერესო იქნება, ასეთ კომიტეტის სხდომაზე არ ვივლი, თუნდაც გამრიცხოთ პარლამენტიდან", - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე.
ამ წუთებში კომიტეტში მიმდინარეობს ანგარიშის განხილვა, სადაც ასახულია 2013-14 წლის ფარგლებში დეპუტატების მიერ პლენარული და საკომიტეტო სხდომების გაცდენები.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1094
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია