დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისის მერს უფლებები ეზღუდება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/30 18:00:02
დედაქალაქის მერს თანამდებობის პირების დასანიშნად საკრებულოს თანხმობა დასჭირდება. საუბარია ვიცე-მერების, საქალაქო სამსახურების უფროსების, გამგებლების, ადმინისტრაციის უფროსის მოხსნა-დანიშვნაზე, რაც დღეისთვის ერთმნიშვნელოვნად მერის პრეროგატივაა.
პარლამენტში უკვე ინიცირებულია "დედაქალაქის - თბილისის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის ავტორებიც არიან რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ტრიპოლსკი და მისი პირველი მოადგილე გია ჟორჟოლიანი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ირაკლი ტრიპოლსკიმ განუცხადა, თბილისის მერი ვიცე-მერების, გამგებლების, საქალაქო სამსახურების უფროსების და მერიის ადმინისტარციის უფროსის კანდიდატურებს დასამტკიცებლად საკრებულოს წარუდგენს, რომლის თანხმობის მისაღებად ხმების 1/3 დასჭირდება.
მისივე განმარტებით, კანონპროექტით, თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში, მერი საკრებულოში იმავე ან სხვა კანდიდატურებს წარადგენს და, თუ საკრებულო აღნიშნულ პირებს თანხმობას კვლავ არ მისცემს, მაშინ საკრებულოს წარმომადგენელთა 1/3 უფლებამოსილია, ახალი კანდიდატურა თავად წამოაყენოს.
პროექტით, თუ საკრებულოს წევრთა მიერ წარდგენილი კანდიდატურა ხმათა საჭირო რაოდენობას ვერ მიიღებს, თბილისის მერი თანანმდებობაზე მისთვის სასურველ კანდიდატურას ნიშნავს.
გარდა ამისა, კანონპროექტში ჩადებულია საკრებულოს მიერ აღნიშნული თანამდებობის პირებისათვის უნდობლობის გამოცხადების მექანიზმები, რაც სიითი შემადგენლობის უმრავლესობით შეიძლება მოხდეს. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის უფლება აქვს საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს. უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, თბილისის მერი ვალდებულია, თანამდებობიდან გადააყენოს შესაბამისი პირი.
"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, რამდენად შეეხება უფლებამოსილებების საკრებულოზე გადანაწილება მოქმედ მერსა და საკრებულოს, ტრიპოლსკიმ განმარტა, რომ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა დაჩქარებული წესით არ იგეგმება, ამ მიმართულებით კონკრეტული ვადები დადგენილი არ არის და ყველაფერი დამოკიდებული იმაზე, თუ როდის მიიღებს კანონპროეეტს პარლამენტი.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1302
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია