დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჯაბა სამუშია - მერიის ვიდეორგოლი თბილისელებს აპოკალისფურ სურათს უხატავს
ავტორი:
2014/იანვარი/22 13:30:03
თბილისის მერიის ვიდეორგოლი თბილისელებს აპოკალისფურ სურათს უხატავს, - ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯაბა სამუშია ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სარეკლამო რგოლით მერია რუხ ფერებში წარმოსახავს თბილისელების მომავალს.
"თბილისის მერიის დაკვეთით ქართულ ტელეარხებზე გადის ვიდეორგოლი, სადაც მერია საუბრობს იმაზე თუ რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას ქალაქში იმ შემთხვევაში თუ საკრებულო 2014 წლის თბილისის ბიუჯეტს არ დაამტკიცებს. მერიის სარეკლამო რგოლი თბილისელებს "მოდელირებული ქრონიკის" მსგავსად აპოკალიფსურ სურათს უხატავს. კერძოდ, სარეკლამო რგოლით მერია რუხ ფერებში წარმოსახავს თბილისელების მომავალს და სოციალური პროგრამების გაჩერებას პროგნოზირებს. ერთის მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ მერის მოვალეობის შემსურებელმა სევდია უგრეხელიძემ ბოლო დღეებია აქტიურად დაიწყო მოქალაქეებთან შეხვედრები და მათზე ზრუნვის გამოხატვას ცდილობს, ხოლო, მეორეს მხრივ, სავარაუოდ, მისი ხელდასმით მერია ათასობით ლარს ხარჯავს აღნიშნული სარეკლამო რგოლის დამზადებასა და ტელევიზიებში განთავსებაში. იმ, არც ისე დაბალი, სარეკლამო ფასების გათვალისწინებით, რაც დღეს არსებობს ქართულ ტელევიზიებში და იმ ფონზე, როდესაც მერიის მაღალჩინოსნები საუბრობენ და მოუწოდებენ საკრებულოს მოქალაქეებზე ზრუნვისკენ, თბილისის მერია ხარჯავს ათასობით ლარს მდარე ხარისხის სარეკლამო რგოლში, რომლის ერთადერთ მიზანს საკრებულოს დისკრედიტაცია წარმოადგენს", - განაცხადა სამუშიამ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მერის მოვალეობის შემსრულებელს, სევდია უგრეხელიძეს მოუწოდებს, რომ "შეწყვიტოს თბილისელების დაშინება, შეწყვიტოს საბოტაჟი და საქმეს მიხედოს".
"მე ასევე მოვუწოდებ მას საჯარო გახადოს ის ხელშეკრულება, რომელიც მერიასა და იმ სარეკლამო კომპანიას შორის დაიდო, რომელმაც დაამზადა აღნიშნული ვიდეო რგოლი და აჩვენოს თბილისელებს თუ რამდენ ათას ლარს ხარჯავს მერია საბოტაჟისთვის, მაშინ როცა სევდია უგრხელიძე უსახსრობის გამო სხვადასხვა პროექტების შესაძლო შეჩერებაზე საუბრობს. სამწუხაროა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ფიქრობს მხოლოდ პიარზე და კვლავ მიმართავს ე.წ. "მოდელირებული ქრონიკის" გზას, რამაც თავის დროზე მოსახლეობაზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა. მე მინდა დავამშვიდო თბილისელები და ვუთხრა მათ, რომ ყველა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი ქალაქში გაგრძელება და პრობლემა არ შეიქმნება", – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 987
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია