დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თინა ხიდაშელი - რუსეთს თუ აქვს გეგმა, მიდის და იპყრობს და ჩვენც ამ გეგმის ნაწილი ვართ
ავტორი:
2014/ოქტომბერი/17 20:30:02
ვლადიმერ პუტინი დღეს იმ შეცდომის გამოსწორებით არის დაკავებული, რომელსაც მან საბჭოთა კავშირის დაშლა უწოდა, - აღნიშნული განცხადება დეპუტატმა თინა ხედაშელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე , აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული დოკუმენტების განხილვისას გააკეთა.
დეპუტატის თქმით, რუსეთი აღნიშნულ გეგმას სოხუმში, ყირიმში, დონბასში, დნესტრისპირეთში ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს.
"ყირიმის მოვლენების შემდეგ ნამდვილად ინტელექტუალური შეცდომაა, თუკი დედამიწის ზურგზე კიდევ იტყვის ვინმე, რომ 2008 წელს საქართველოში რამე განხვავებული რომ გაკეთებულიყო, რუსეთი ამ გეგმას არ განახორციელებდა. ყირიმის მოვლენებმა ამაში მსოფლიოში ყველა სკეპტიკოსი დაარწმუნა. დიახ, რუსეთს თუ აქვს ეს გეგმა, მიდის და იპყრობს და ჩვენც ამ გეგმის ნაწილი ვართ", - განაცხადა ხიდაშელმა და აქვე აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში საქართველოს ხელთ არსებული ერთადერთი ინსტრუმენტი საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მოქმედებაა.
ხიდაშელმა დღეს ოპონენტების ბრალდებებსაც უპასუხა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს წინა მოწვევის პარლამენტი გაახსენა, როცა "რესპუბლიკელთა" ფრაქცია მაშინდელ მმართველ გუნდს რუსეთის ჯარებისთვის სამშვიდობოთა მანდატის შეჩერების, ქვეყნის დე-სე-თე-დან გამოსვლის წინადადებით მიმართავდა, მაგრამ მხარდაჭერას ვერ იღებდა. ხიდაშელმა 2008 წელს საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მიღებული პარლამენტის დადგენილებაც გაიხსენა, სადაც რუსეთის ჯარების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის თარიღად 8 აგვისტოა მითითებული. ხედაშელის თქმით, ამით "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარ ხელისუფლებას თავად დასდო ბრალი იმაში, რაზეც დღეს "ქართულ ოცნებას" ედავებიან.
"დღეს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, პუტინი და პოროშენკო მილანში ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ. მთავარი ის კი არ არის, ვინ, რომელ მაგიდასთან დასხდება, ვისთან ისაუბრებს და ხელს ჩამოართმევს თუ არა, მთავარია რაზე ესაუბრება, რა ინტერესებით ხელმძღვანელობს და რამდენად პრინციპული და მომზადებულია ასეთი შეხვედრების დროს. უშიშროება სწორედ იმაში გამოიხატება, როცა ასეთი შეხვედრის არ გეშინია, როდესაც შეგიძლია დაუპირისპირდე შენს მთავარ მეტოქეს, მტერს და მთავარი სათქმელი სწორედ მოლაპარაკების მაგიდასთან უთხრა და არა გულში მჯიღის ცემით, როგორც ამას ბევრი წლის განმავლობაში ვაკეთებთ", - განაცხადა ხიდაშელმა.
დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები მხარს უჭერენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 887
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია