დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ჩუგოშვილი - აფგან მუხთარლის საქმეზე შენიშვნები არა მხოლოდ Freedom House-ის, არამედ სხვადასხვა საერთაშორისო აქტორების მხრიდან დაფიქსირდა - მნიშვნელოვანია, კითხვებს პასუხი გაეცეს
ავტორი:
2018/იანვარი/16 18:30:03
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/chugoshvili_5839a.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/473342-thamar-chugoshvili-afgan-mukhtharlis-saqmeze-shenishvnebi-ara-mkholod-freedom-house-is-aramed-skhvadaskhva-saerthashoriso-aqtorebis-mkhridan-dafiqsirda-mnishvnelovania-kithkhvebs-pasukhi-gaeces.html", "headline": "თამარ ჩუგოშვილი - აფგან მუხთარლის საქმეზე შენიშვნები არა მხოლოდ Freedom House-ის, არამედ სხვადასხვა ...", "datePublished": "2018-01-16 14:30:24", "dateModified": "2018-01-16 14:30:24", "description": "ქულების თვალსაზრისით ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს რეგიონში ყველაზე მაღალი შეფასება, - ასე ეხმაურება პარ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/chugoshvili_5839a.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ქულების თვალსაზრისით ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს რეგიონში ყველაზე მაღალი შეფასება, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშს.

დეპუტატის თქმით, Freedom House-ის ანგარიშებში ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის ქულათა სისტემაში გამოიხატება, ხოლო შინაარსობრივ ნაწილში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ნებისმიერ ქვეყანასთან მიმართებით ყოველთვის კრიტიკულ საკითხებზეა აქცენტი გაკეთებული.

“ქულების თვალსაზრისით ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს რეგიონში ყველაზე მაღალი შეფასება, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და კარგია. რაც შეეხება კონკრეტულ წუხილებს, ჯერჯერობით საქართველოსთან დაკავშირებით ცალკე ანგარიში გამოქვეყნებული არ არის. ჟურნალისტ აფგან მუხთარლისთან დაკავშირებით ახალი არაფერია. ჩვენ ვიცით, რომ ამ საქმემ გარკვეული კითხვები გააჩინა. მნიშვნელოვანია, გამოძიების დასრულების ეტაპზე ამ კითხვებს პასუხი გაეცეს. არა მხოლოდ Freedom House-ის, არამედ სხვადასხვა საერთაშორისო აქტორების მხრიდან დაფიქსირდა შენიშვნები ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ ანგარიშებს ყოველთვის ყურადღებით ვეცნობით და ვცდილობთ, სამუშაო პროცესში გამოთქმული შენიშვნები გავითვალისწინოთ. ქვყენის იმიჯისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ შენიშვნებს ყურადღება მიექცეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა მსოფლიოში თავისუფლების შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. აღნიშნული ანგარიშის თანახმად, საქართველო ბოლო წლების მსგავსად, კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში შედის.

ჯამური 100 ქულიდან საქართველოს 64 ქულა აქვს მინიჭებული (0 ქულა ნიშნავს ყველაზე ნაკლებად თავისუფალს, ხოლო 100 ქულა ყველაზე თავისუფალს).

ადამიანის თავისუფლების, პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ, საქართველოს შვიდიდან სამი ქულა აქვს მინიჭებულია (1 ქულა ნიშნავს ყველაზე მეტად თავისუფალს, 7 ქულა კი ყველაზე ნაკლებად თავისუფალს).

ანგარიშში ნათქვამია, რომ მმართველმა “ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, რომელიც “მისი მფარველი მილიარდერის ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, ოპოზიციისთვის მომავალ არჩევნებზე ეფექტური წინააღმდეგობის გაწევას ნაკლებად სავარაუდოდ გახდის და მოსალოდნელია, რომ მომდევნო წლებში მმართველი პარტიის მხრიდან კონტროლის გამყარებას ექნება ადგილი“.

Freedom House-ის “მსოფლიოში თავისუფლების შესახებ ანგარიშში“ ასევე საუბარია აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლიზე, რომელიც “თბილისში იყო გატაცებული სავარაუდოდ ქართულად მოლაპარაკე პირების მიერ, შემდეგ გადაიყვანეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რაც შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ გატაცების თანამონაწილე შეიძლება იყოს“.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 558
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია