დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე ოთარ დანელიას ინიციატივა PABSEC-ის დეკლარაციაში ჩაიწერა
ავტორი:
2017/ნოემბერი/29 17:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/parlamenti_18ce2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/465773-teritoriuli-mthlianobis-aghdgenis-thaobaze-othar-danelias-iniciativa-pabsec-is-deklaraciashi-chaitsera.html", "headline": "ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე ოთარ დანელიას ინიციატივა PABSEC-ის დეკლარაციაში ჩაიწერა", "datePublished": "2017-11-29 13:39:38", "dateModified": "2017-11-29 13:39:38", "description": "„აუცილებელია, ხელი შევუწყოთ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი იმ ქვეყნების ტე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/parlamenti_18ce2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „აუცილებელია, ხელი შევუწყოთ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი იმ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ აღიარებულია, როგორც უკანონოდ ანექსირებული“, - ამის შესახებ PABSEC-ში საქართველოს საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ოთარ დანელიამ განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, აღნიშნული ჩანაწერი დაემატა PABSEC-ის 25-ე წლისთავისადმი მიღებულ დეკლარაციას.
აღსანიშნავია, რომ ასამბლეის არსებობის მანძილზე საქართველოს მხრიდან პირველად წარმოდგენილ იქნა მნიშვნელოვანი ცვლილება დეკლარაციაში, სადაც საუბარია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე.

PABSEC-ში საქართველოს საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, ახლად არჩეული PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტის ინიცირებას, დეკლარაციის 21-ე მუხლში ცვლილებას დელეგაციის წევრებმა მხარი დაუჭირეს. სხდომას სომხეთისა და სერბეთის დელეგაციის ხელმძღვანელი არ ესწრებოდნენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 664
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია