დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია - ხელისუფლების ყველა შტოს კოორდინირებულმა ქმედებამ დაძლია საფრთხე
ავტორი:
2017/აგვისტო/26 17:30:02
საოცარი თვისება გვაქვს ქართველებს, როდესაც განსაცდელი დგება და გვჭირდება ერთობა, სწორედ მაშინ იგრძნობა ამ ერთიანობის მადლი - სიტყვა ერთსულოვნებაც ამიტომ გვაქვს ამ ულამაზეს ლექსიკონში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ბორჯომში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, ეკა ბესელიამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში იყო ჩართული.

„მადლიერება მინდა გამოვხატო იმ ერთსულოვნებისთვის, რომელიც საფუძველი გახდა სტიქიის დამარცხების ამ ურთულეს დღეებში. მადლიერება ჩვენს მაშველებს, მეხანძრეებს, მფრინავებს, ჯარისკაცებს, მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებს, მოქალაქეებს და ყველას ვინც თავისი როლით და შესაძლებლობით გაერთიანდა.

ხელისუფლების ყველა შტოს კოორდინირებულმა ქმედებამ დაძლია საფრთხე. განსაცდელის დროს ხალხს სჭირდება ხელისუფალი იდგეს მასთან ახლოს და ამ ერთობამ შექმნა კიდევ მეტი წინაპირობა სირთულეების დაძლევის.

პრემიერის და გუნდის ერთობა ყველაზე რთულ დღეებში, ადგილზე ვითარების გაძღოლა მართლაც საშური და სამაგალითო იყო. აღვადგენთ რაც დაზიანდა და კიდევ მეტად გავუფრთხილდებით იმას, რაც გადავარჩინეთ ერთსულოვნებით“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 803
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია