დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნუკრი ქანთარია - პრეზიდენტის გამგზავრება კარგია, მაგრამ თუ ის და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთის გვერდით ისხდებიან, ცუდი იქნება
ავტორი:
2014/დეკემბერი/17 13:30:02
პრეზიდენტის ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამგზავრება კარგია, მაგრამ თუკი ის და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთის გვერდით ისხდებიან, ცუდი იქნება, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას ევროპარლამენტის ხვალინდელ სხდომაზე დასწრების შესახებ.
"პრეზიდენტს აქვს თავისუფალი მიმოსვლის უფლება. არ ვიცი რამდენად უნდა შეეთანხმებინა მას სტრასბურგში წასვლის გადაწყვეტილება ვინმესთან. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმნიშვნელოვანესი რამ ხდება, როდესაც საქართველო-ევროკავშირის შორის გაფორმებული შეთანხმების რატიფიცირება ხორციელდება და პრეზიდენტის გამგზავრებისთვის სხვა თვალით შეხედვა არ ღირს. რაკი მიემგზავრება, ეს არის კარგი, მაგრამ თუკი ის და მიხეილ სააკაშვილის ერთმანეთის გვერდით ისხდებიან, ეს ცუდი იქნება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ნუკრი ქანთარიამ.
ამასთან, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ხვალ პარლამენტის წევრები გეგმავენ შეკრებას და პარლამენტში ევროპარლამენტის პლენარული სხდომის ერთად ნახვას.
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი 18 დეკემბერს, სტრასბურგში ევროპარლამენტის სესიას დაესწრება, რომელზეც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოხდება.
"ქვეყნის პირველი პირი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს, ისტორიულ პროცესში და ქვეყანა უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი.
ევროპარლამენტის მიერ აღნიშნული შეთანხმების რატიფიკაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის გახდება დამატებითი სტიმული, რათა საკუთარ სახელმწიფოებში დააჩქარონ ამ დოკუმენტის რატიფიკაციის პროცესი", - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1022
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია