დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გია თევდორაძე - საარჩევნო გარემო არა ცვლილებებზე, არამედ თანასწორ პირობებზეა დამოკიდებული
ავტორი:
2014/თებერვალი/18 14:00:02
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება ხელისუფლების პოლიტიკაზე არის დამოკიდებული, თუმცა არამგონია ამ ხნის განმავლობაში რამე სასიკეთოდ იყოს შეცვლილი , – აცხადებს უმცირესობის წარმომადგენელი გია თევდორაძე. მისი თქმით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობას გარკვეული შენიშვნები აქვთ.
,,საარჩევნო გარემო, პირველ რიგში არის დამოკიდებული ხელისუფლების პოლიტიკასთან და სამართალდამცავების ეგრეთწოდებულ მოქცევის წესთან. პირობითია მის გაუმჯობესობაზე საუბარი, მაშინ როდესაც ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ შერჩეული ძალიან რეალური ორი ფიგურა ხელისუფლების მიერ იქნა დაკავებული. საარჩევნო გარემო არა ცვლილებებზე, არამედ ზოგადად თანასწორ პირობებზეა დამოკიდებული, რომელსაც ხელისუფლება უზრუნველყოფს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. შენიშვნები გვაქვს იმ მუხლთან დაკავშირებით რომლის მიხედვით მერობისა და გამგებლობის მსურველ კანდიდატებს ერთმევათ უფლება საკრებულოში იყონ წარმოდგენილი. ეს გარკვეულწილად ყველა პარტიას ერთგვარი რესურსის მობილიზების შესაძლებლობის უფლებას ართმევს", - აცხადებს გია თევდორაძე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1130
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია