დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ნადირაძე ირაკლი შიხიაშვილის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაზე რეაგირებას ითხოვს
ავტორი:
2014/თებერვალი/18 18:30:03
საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ნადირაძე საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართავს და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაზე რეაგირებას ითხოვს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნადირაძემ განაცხადა, შიხიაშვილის დეკლარაცია არაერთ უზუსტობას შეიცავს. მისივე თქმით, საკრებულოს თავმჯდომარემ დეკლარაციაში არ ასახა როგორც მისი ოჯახის სამეწარმეო საქმიანობასთან კავშირი, ასევე არასწორად მიუთითა მიწის ნაკვეთის ფართი.
"ჩვენ მოვიპიოვეთ ინფორმაცია, რომ ირაკლი შიხიაშვილს და მისი ოჯახის წევრებს ჰქონდათ დაფუძნებული რამდენიმე კომპანია. მათ შორის იყო შპს "ანჯ-მეტალი". ისინი უარყოფდნენ ამ კომპანიასთან კავშირს. ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ ეს არის სიცრუე. "ანჯ-მეტალი" არის კომპანია, რომელსაც აქვს მოგებული რამდენიმე ტენდერი, რომელთა ჯამური ღირებულება რამდენიმე მლნ ლარია. 2013 წლის თებერვალში კომპანიამ მოიგო თბილისის მერიის ტენდერი. მათ აიღეს ვალდებულება, რომ ძველი თბილისის რაიონში უნდა დაეგოთ 700 000 ლარის ღირებულების ასფალტი. თუმცა ამ კომპანიას, იმის გამო, რომ კეთილსინდისიერად ვერ ასრულებდა მოვალეობას, მერიამ შეუწყვიტა კონტრაქტი, რის პასუხადაც კომპანიამ მერიას მისწერა წეილი. ამ წერილიდან ვიგებთ, რომ შიხიაშვილის ოჯახის წევრები ნამდვილად იყვნენ კომპანიის დამფუძნებლები",-აღნიშნა ნადირაძემ.
მან ჟურნალისტებს "ანჯ-მეტალის" წერილი გააცნო. წერილში კომპანიის ხელმძღვანელობა კონტრაქტის შეწყვეტის საკუთარ ვერსიებს ასახელებს.
"ჩვენ დავასკვენით, რომ აქ არაფერ შუაში იყო ასფალტის ხარისხი ან შესრულებული სამუშაო. საქმე სხვა რამეში მდგომარეობდა. ვინაიდან ჩვენი ფირმის ერთ-ერთი დამფუძნებელია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილის მეუღლე ეკა ასათიანი, რომელიც ფირმის წილის 25%-ის მფლობელია, პრაქტიკულად მოხდა ფირმის შეგნებული შანტაჟირება და ამაში დიდი როლი ითამაშა უკვე უფლებამოსილება შეწყვეტილმა გიგი უგულავამ, მას დაძაბული ურთიერთობა გააჩნდა იმ პერიოდისთვის შიხიაშვილთან",-ნათქვამია წერილში.
ნადირაძის თქმით, შიხიაშვილის მიერ შევსებულ დეკლარაციაში სხვა უზუსტობებიც არის. საკრებულოს თავმჯდომარეს არასწორად აქვს მითითებული მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართიც და 3300 კვ.მ-ის ნაცვლად დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთი 1500 კვ.მ.,-ია.
"დეკლარაციის არასწორი შევსება დანაშაულია და ითვალისწინებს ადმინისტრაციული სასჯელს ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას. ამიტომ მივმართავ შესაბამის ორგანოებს, დაინტერესდნენ ამ უზუსტობებით და გაატარონ შესაბამისი ზომები",-განაცხადა ნადირაძემ.

PLAYER_GET_VIDEOFLASH
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1032
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია