დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით საყვარელიძე - ხელისუფლებას ძალიან სერიოზული პოლიტიკური და სამართლებრივი პრობლემა შეექმნება
ავტორი:
2013/დეკემბერი/18 14:30:03
ხელისუფლებას ძალიან სერიოზული პოლიტიკური და სამართლებრივი პრობლემა შეექმნება, - ამის შესახებ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საყვარელიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, იმის ნაცვლად რომ ხელისუფლებას ადეკვატური რეაგირება მოეხდინა ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე, ამის ნაცვლად კეთდება სრულიად არაადეკვატური განცხადებები, თითქოს ვანო მერაბიშვილს ფსიქიატრი სჭირდება.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, თუ არასერიოზულია ვანო მერაბიშვილის განცხადება, მაშინ გამოიძიონ და თუ ვანო მერაბიშვილი ცრუობს, ამას გამოძიება გაარკვევს. მისივე თქმით, ამ ყველაფერს მოჰყვა უკვე გიგი უგულავას დაკითხვაზე დაბარება და ფაქტი სახეზეა, რომ რეპრესიების ტალღა გრძელდება.
"ამით მათ შეექმნებათ ძალიან სერიოზული პოლიტიკური და სამართლებრივი პრობლემა. ეს ქვეყანა არ არის ბიძინა ივანიშვილის სააქციო საზოგადოება", - განაცხადა დავით საყვარელიძემ.
ამასთან, განცხადებები გააკეთეს "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრებმაც. როგორც საკრებულოს დეპუტატმა მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, თბილისის მერიის წინააღმდეგ ბრძოლა ხელისუფლებამ მოსვლისთანავე დაიწყო. რაც შეეხება იმას, მოსალოდნელია თუ არა, რომ გიგი უგულავას დაპატიმრება დღესვე მოხდეს, როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, რას მოიმოქმედებს პროკურატურა დღეს უცნობია, თუმცა მათგან მოულოდნელი არაფერი არ არის.
პროკურატურასთან გიგი უგულავას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, თავად გიგი უგულავა კი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1170
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია